N 6-19 - 26/12/2025 - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6-19
2025 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-90 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.101.016108) შევიდეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს, ხოლო საქმიანობისათვის სპორტის დარგში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სექცია R, განყოფილება 93, ჯგუფი 93.1-ის კლასი 93.11, 93.12 და 93.13) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), მიწისზედა ელექტროტრანსპორტითა და საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,001%-ს 2028 წლის 1 იანვრამდე;“.
2. 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„72. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის სპორტის დარგში, (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სექცია R, განყოფილება 93, ჯგუფი 93.1-ის კლასი 93.11, 93.12 და 93.13) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), მიწისზედა ელექტროტრანსპორტითა და საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (0,001%) გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზეც.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე