გადაწყვეტილება №23379/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 04.09.2024
№ დოკუმენტი 23379/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23379/2/2024

04 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" - ის 25.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23379/2/2024).

 

დავის საგანი:

მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელზე სეს ესნ კოდის მინიჭების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №"-------" საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.

2. შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6982 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 758.65 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საბაჟო დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №"------" საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 8.03.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, როლმის 29.03.2024 წლის №6982 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 24.06.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

შემოსავლების სამსახურის 2.07.2024 წლის №"-------" წერილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6982 ბრძანება გადასახადის გადამხდელს 29.03.2024 წელს გაეგზავნა ელექტრონულად, გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე. აღნიშნული ბრძანების ელექტრონულად გაცნობა ფიქსირდება 2.04.2024 წელს. შესაბამისად, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 22.04.2024 წელი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში 25.06.2024 წელს წარმოდგენილი საჩივარი ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილია 24.06.2024 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადა.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეიძლება გამხდარიყო დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 8.03.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, როლმის 29.03.2024 წლის №6982 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 24.06.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301