ბრძანება N 13531
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13531
19 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------------ს (ს/ნ ------------------)
(ფაქტ. მის.:---------------------------;
იურ. მის.: ----------------------------)
2026 წლის 10 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა ი/მ ------------ს (ს/ნ -----------------) №-----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 მაისის №002-57 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას და განმარტავს, რომ არასწორად იქნა გაანგარიშებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. განმარტავს, რომ კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სადაც ასახულია ჩასათვლელი თანხები, მიღებული ჰქონდა გადაანგარიშების დასკვნის გამოცემამდე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3787 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №002-193 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2026 წლის 20 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ------------ს (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3787 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 13 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 8 282 ლარით, მათ შორის გადასახადი 6 752 ლარით და ჯარიმა 1530 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 15 მაისის №002-57 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3787 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ერთად განხორციელდა სადავო საკითხის შესწავლა, წარმოდგენილი მასალების და არგუმენტაციის შესაბამისად (უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული ავანსების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების კავშირის დადგენა). ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე შეძენილ საქონელზე მომწოდებლების მიერ დამატებით გამოწერილია ახალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც დაექვემდებარა ჩათვლას (1 244 ლარი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის გადაანგარიშება. სულ გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 6 752 ლარი და დარიცხული ჯარიმა 1 530 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ერთად განხორციელდა სადავო საკითხის შესწავლა, წარმოდგენილი მასალების და არგუმენტაციის შესაბამისად (უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული ავანსების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების კავშირის დადგენა). ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე შეძენილ საქონელზე მომწოდებლების მიერ დამატებით გამოწერილია ახალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც დაექვემდებარა ჩათვლას (1 244 ლარი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის გადაანგარიშება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 6 752 ლარი და დარიცხული ჯარიმა 1 530 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პეროდზე არ უფიქსირდება ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------------ს (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №3787 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №002-193 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის №3787 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 8 282 ლარით, მათ შორის გადასახადი 6 752 ლარით და ჯარიმა 1530 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №002-57 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);