ბრძანება N 22805

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22805
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22805

18 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2023 წლის 8 სექტემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2023 წლის 8 სექტემბრის №83479/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №006-416 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ღირებულებას. ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8029 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“-ის (ს/ნ -----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8029 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 7 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-----“-ს (ს/ნ -----) საქართველოს საგადასახადო კოდექსის, 202-ე მუხლის 41 ნაწილით განსაზღვრული ქონების გადასახადი შეუმცირდა 52 456 ლარით, 2023 წლის 27 იანვრის ვადით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 აგვისტოს №006-416 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8029 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა კომპეტენტურ პირთან (შპს „-----“ ს/ნ -----) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა ასევე შპს „------ს“ მიერ გაცემული საბაზრო ღირებულების შესახებ შეფასების ანგარიშები, რომლის მიხედვით:

1. შენობა ნაგებობის (ს/კ ------) საბაზრო ღირებულება შეადგენდა 133 000 ლარს (ნაკლებია შემოწმების აქტით დაფიქსირებულ მონაცემთან);

2. შენობა ნაგებობის (ს/კ ------) საბაზრო ღირებულება შეადგენდა 520 000 ლარს (ნაკლებია შემოწმების აქტით დაფიქსირებულ მონაცემთან);

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით, განახორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიშებით დადგინდა, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ნაკლებია საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ მონაცემებზე. შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ღირებულებას. ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8029 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივნის საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8029 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 7 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად მომჩივანს განსაზღვრული ქონების გადასახადი შეუმცირდა 52 456 ლარით, 2023 წლის 27 იანვრის ვადით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 აგვისტოს №006-416 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8029 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა ასევე მის მიერ გაცემული საბაზრო ღირებულების შესახებ შეფასების ანგარიშები, რომლის მიხედვით: შენობა ნაგებობების საბაზრო ღირებულება ნაკლებია შემოწმების აქტით დაფიქსირებულ მონაცემთან; შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით, განახორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).