N 15131 - 06/07/2026 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 06.07.2026
№ დოკუმენტი 15131
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №15131

2026 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

ა) მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) დადგენილი პროცედურის შესაბამისად სალაროში არსებული ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრა და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის წარდგენა;“;

ბ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) დადგენილი პროცედურის შესაბამისად სალაროში არსებული ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრა და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის წარდგენა;“;

გ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) დადგენილი პროცედურის შესაბამისად სალაროში არსებული ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრა და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის წარდგენა;“;

დ) 161 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) დადგენილი პროცედურის შესაბამისად სალაროში არსებული ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრა და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის წარდგენა;“.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე