ბრძანება N 7901
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7901
11.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, სოფ. -------)
2023 წლის 18 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს “-------” (ს/ნ -------) №19141/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის N042-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. აცხადებს, რომ კომპანია ახდენდა ბუღალტრულ აღრიცხვას და პირველადი დოკუმენტაციის წარმოებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნავს, რომ აუდიტორს ხელახლა მიაწოდა პირველადი დოკუმენტაცია და კალკულაცია, ყველა დოკუმენტაცია გამარტივებული ცხრილებით მეილის საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს ყველა პერიოდზე საქონლის ოდენობა, სარეალიზაციო ფასი, თვითღირებულება და ა.შ. ითხოვს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებას და მისი ჩართულობით ხელახალ გადაანგარიშებას, დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 აპრილის №9843 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბერს N042-50 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „-------“ (ს/ნ -------) 2021 წლის 16 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ცხრილის სახით საქონლის სახეობების/დაჯგუფებების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადსახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მასალები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 აპრილის №9843 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 3 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 39 256 ლარი, მათ შორის გადასახადი 26 008 ლარი და ჯარიმა 13 248 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 თებერვლის №042-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურმა დავების საბჭოს 2021 წლის 19 მარტს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საგადასახადო ვალდებულების კორექტირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შემოწმების მიერ დამატებით მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, შემმოწმებლის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, კერძოდ, გადაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, რის საფუძველზეც დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ითხოვს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებას, მისი ჩართულობით ხელახალ გადაანგარიშებასა და დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საგადასახადო ვალდებულების კორექტირებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, შემმოწმებლის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, კერძოდ, გადაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი. გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5)