ბრძანება N 23140
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23140
30 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 20 სექტემბრის, 2 ოქტომბრის და 3 ოქტომბრის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------) №156640/01, №163549/21, №164072/01 და №164142/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №149-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 30 დეკემბერს მან სესხის ხელშეკრულება გააფორმა ----------, რომელსაც ასესხა 5 000 აშშ დოლარი 5%-იანი სარგებლით, გამოსყიდვის პირობით. ---------- წინასწარ მისცა ერთი თვის პროცენტი 250 აშშ დოლარი (2022 წლის იანვრის თვის პროცენტი). საპროცენტო შემოსავალმა იმ დღის კურსით შეადგინა 774 ლარი. გარიგების შემდეგ საზღვარგარეთ მყოფმა ---------- დაურეკა და სთხოვა აღნიშნული ქონება გადაეფორმებინა მისი შვილისთვის - ----------. ამდენად, 2022 წლის 21 ივნისს მან ---------- გადაუფორმა აღნიშნული ქონება, რაზეც მას გადაუხადეს სესხის ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარი და 5 თვის საპროცენტო სარგებელი 1 250 აშშ დოლარი, რამაც ეროვნული ბანკის კურსით შეადგინა 3 668 ლარი. გადამხდელი განმარტავს, რომ ჯამში საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა 4 442 ლარი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ სესხით მიღებული შემოსავალი გამოანგარიშებულ იქნა 21 805 ლარის ოდენობით, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს და აუდიტის დეპარტამენტს არსებული საქმე უნდა განეხილა მისი მონაწილეობით და შემდგომ მიეღოთ გადაწყვეტილება, რაც არ გაუკეთებიათ. საგამოძიებო სამსახურის მიერ ---------- ჩამორთმეული ჩვენებიდან თვალნათლივ დასტურდება მის მიერ აღწერილი არგუმენტები.
ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვებს. განმარტავს, რომ თუ შემოწმების მიერ სწორად იქნება გაანგარიშებული წლიური საშემოსავლო გადასახადი, აღმოჩნდება, რომ მისი შემოსავალი წლების მიხედვით არ აღემატება 40 000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №18203 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ნოემბრის №149-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ---------- განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნა-განმარტება) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ფიზიკური პირის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №18203 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 13 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები სულ 20 479 ლარით, მათ შორის გადასახადი 13 652 ლარი, ხოლო ჯარიმა 6 826 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 16 აგვისტოს №149-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნა-განმარტება). აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად მოხდა ოპერაციის შინაარსის შეცვლა, საგადასახადო შემოწმების აქტით მიჩნეული ქონების რეალიზაცია, დაკვალიფიცირდა სესხად, ამდენად, 2020 წლის ერთობლივი შემოსავალი შემცირებულ იქნა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლით და გაზრდილ იქნა ერთი თვის პროცენტის თანხით 712 ლარით.
ვინაიდან, გადაანგარიშების შედეგად 2020 წელს მიღებული შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატებოდა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ქონების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნა-განმარტება). აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად მოხდა ოპერაციის შინაარსის შეცვლა, საგადასახადო შემოწმების აქტით მიჩნეული ქონების რეალიზაცია, დაკვალიფიცირდა სესხად, ამდენად, 2020 წლის ერთობლივი შემოსავალი შემცირებულ იქნა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლით და გაზრდილ იქნა ერთი თვის პროცენტის თანხით.
ვინაიდან, გადაანგარიშების შედეგად 2020 წელს მიღებული შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატებოდა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ქონების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ფიზიკური პირის ახსნა-განმარტება). აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად მოხდა ოპერაციის შინაარსის შეცვლა, საგადასახადო შემოწმების აქტით მიჩნეული ქონების რეალიზაცია, დაკვალიფიცირდა სესხად, ამდენად, 2020 წლის ერთობლივი შემოსავალი შემცირებულ იქნა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლით და გაზრდილ იქნა ერთი თვის პროცენტის თანხით. ვინაიდან, გადაანგარიშების შედეგად 2020 წელს მიღებული შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატებოდა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ქონების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).