ბრძანება N 12610

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.05.2024
№ დოკუმენტი 12610
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12610

30 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------)

(მის.: ---------------------------------)

2024 წლის 4 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ ------------) №23014/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 აპრილის №007-67 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე -------ში რეექსპორტის გზით მიწოდებული საქონლის ღირებულების უპროცენტო სესხად განხილვა არამართლზომიერია. მიუთითებს, რომ კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში -----ში მივლინებისას დადო დამატებითი შეთანხმება მესამე მხარესთან, რომელიც წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტსაც. აგრეთვე, 2023 წლის 16 მაისს ------დან მოხდა 89 120 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის უკან დაბრუნება და დამატებითი შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც მოხდება დავალიანების დაფარვა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ორ კომპანიას შორის განხორციელდა საქონლის მიწოდება შემოსავლის მიღების მიზნით, რასაც ადასტურებს ინვოისი, საბაჟო დეკლარაციები, შეთანხმებები და ხელშეკრულებები. განმარტავს, რომ განხორციელდა დავალიანების ნაწილის 38 000 ლარის დაფარვა და აღნიშნული გაგრძელდება მომავალშიც.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №31885 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №007-99 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 23 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის გათვალისწინებით შეისწავლოს არარეზიდენტი კომპანიისაგან მისაღები თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №31885 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 8 აპრილის №007-67 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა სამმხრივი შეთანხმების აქტი, ექსპორტზე გატანილი საქონლის უკან დაბრუნების დოკუმენტაცია (ინვოისები), ასევე შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში მიღებული თანხების საბანკო ამონაწერი და საგადახდო დავალება. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერი და საგადახდო დავალებები, რომლითაც "---------"-ის მიერ თანხის ჩარიცხვა დასტურდებოდა, მითითებული იყო, რომ ამონაწერი შესაძლოა არ ყოფილიყო ავთენტური, ხოლო საგადახდო დავალებები არ იყო დამოწმებული ბანკის მიერ სველი ბეჭდით. რაც შეეხება საქონლის უკან დაბრუნების ოპერაციას, --------იდან იმპორტის ოპერაცია განხორციელებულია არა "--------"-ის, არამედ "----------" -ის მიერ. სამმხრივი შეთანხმებით ირკვევა, რომ ------ში დაფუძნებულმა კომპანიამ "---------"-მა შპს „------------თან“ შეთანხმებით, --------ში არსებული საქონელი და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები გადასცა "-------------"-ს, რომელმაც საქონლის ნაწილი დააბრუნა საქართველოში. ამასთან, ინვოისებში ჩამოთვლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებისგან. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიას "----------"-თან ჰქონდა რეალიზებული საქონელი, რაზეც განხორციელებული იყო რეექსპორტის ოპერაციები. შესაბამისად, ის ფაქტი რომ აღნიშნული იმპორტი იყო სწორედ "-------------"-ზე რეალიზებული საქონლის უკან დაბრუნება არ გამოიკვეთა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. სამმხრივი შეთანხმებით გაირკვა, რომ -------ში დაფუძნებულმა კომპანიამ "---------"-მა, შპს „------------თან“ შეთანხმებით, -------ში არსებული საქონელი და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები გადასცა "------------"-ს, რომელმაც საქონლის ნაწილი დააბრუნა საქართველოში, თუმცა, ინვოისებში ჩამოთვლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებისგან. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გადასახადის გადამხდელს "-----------------"-ზე რეალიზებული ჰქონდა საქონელი, რაზეც განხორციელებული იყო რეექსპორტის ოპერაციები. ამდენად, ის ფაქტი, რომ აღნიშნული იმპორტი იყო სწორედ "------------"-ზე რეალიზებული საქონლის უკან დაბრუნება არ დადასტურდა და შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №31885 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №007-99 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №31885 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №007-67 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);