გადაწყვეტილება №19713/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19713/2/2023
16.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 15.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19713/2/2023).
დავის საგანი:
საბჭოს 13.10.2022 წლის №17801/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-30 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 413 722,62 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 223 566
დღგ - 2 690
საშემოსავლო გადასახადი - 220 876
ჯარიმა - 111 504,1
საურავი - 78 652,52
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2022 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 28.06.2022 წლის №006-233 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22935 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 13.10.2022 წლის №17801/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მოგების გადასახადის ნაწილში დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განეხორციელებინა შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა სასამართლოში. 12.04.2023 წლის №3/1573-23 განჩინებით სასამართლომ აუდიტის დეპარტამენტის 2.2023 წლის №006-30 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ მიიღო სარჩელი წარმოებაში. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო მოთხოვნა იძლეოდა პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №17801/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 1.02.2023 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას ანგარიშვალდებულ პირზე/დირექტორზე უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მზარდი ნაშთი.
,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა ყოველი პერიოდის (თვის) შესაბამისად, საკასო ხარჯისა და საკასო შემოსავლების 10%-ის გათვალისწინებით, ხოლო აღნიშნულ თანხებსა და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სესხად დაკვალიფიცირებული თანხები დაბრუნდა საზოგადოების ანგარიშზე, აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა აქტის ფორმირების ეტაპზე და აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრულ იქნა მხოლოდ სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №17801/2/2022 გადაწყვეტილების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად შეუმცირდა მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმა - 16 733 ლარის ოდენობით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №17801/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბჭოს 13.10.2022 წლის №17801/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2022 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 28.06.2022 წლის №006-233 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22935 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 13.10.2022 წლის №17801/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ); 275; 269.
,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითება.