ბრძანება N 1444
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1444
30 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ ------)
(მის.: ---------)
2024 წლის 12 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა ი/მ -------ს (ს/ნ -----) №21962/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №081-312 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და ითხოვს როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადის, ასევე, ჯარიმა/საურავის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26572 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 აგვისტოს №081-171 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 6 ოქტომბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ------ს (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთზე ინფორმაცია);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26572 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 15 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 16 685 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 135 ლარი და ჯარიმა 3 550 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 12 დეკემბრის №081-312 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26572 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილი მასალების გათვალისწინებით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, ი/მ ------ს მიერ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელთან მიმართებაში სხვადასხვა მომწოდებლებისგან 2023 წლის სექტემბერში გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში განსაზღვრული დღგ შეადგენდა სულ 10 286 ლარს, რაც გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილი იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გაშიფვრა შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისთვის, სულ თვითღირებულებით 18 667 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, განხორციელდა შესაბამისი დღგ-ის თანხის გათვალისწინება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შესაბამისი პერიოდის ჩასათვლელ თანხაში, 2 848 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილი მასალების გათვალისწინებით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, კერძოდ, შემოწმებამ გაითვალისწინა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და ითხოვს როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადის, ასევე, ჯარიმა/საურავის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26572 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილი მასალების გათვალისწინებით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, მომჩივნის მიერ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელთან მიმართებაში სხვადასხვა მომწოდებლებისგან 2023 წლის სექტემბერში გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში განსაზღვრული დღგ შეადგენდა სულ 10 286 ლარს, რაც გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილი იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გაშიფვრა შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისთვის, სულ თვითღირებულებით 18 667 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, განხორციელდა შესაბამისი დღგ-ის თანხის გათვალისწინება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შესაბამისი პერიოდის ჩასათვლელ თანხაში, 2 848 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).