ბრძანება N 1236

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.01.2023
№ დოკუმენტი 1236
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1236

30.01.2023

,,ფ/პ „------ „ (პ/ნ ------ )

( იურ. მის.: ------)

2022 წლის 26 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ

“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის

№30019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა ფ/პ „-----„ (პ/ნ ------) 2022 წლის 21 დეკემბრის №77465/1/2022 და №278857 განცხადებები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №30019 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №30019 ბრძანებით ფ/პ „-----„ (პ/ნ------ ) 2022 წლის 26 სექტემბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №30019 ბრძანებას მომჩივანი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2022 წლის 6 დეკემბერს. გადამხდელი განმარტავს, რომ ექსპერტიზაზე დასასმელი შეკითხვის შინაარსისა და კომპეტენტური პირების ჩამონათვალის შეთანხმება შემმოწმებელთან დღემდე ვერ მოხერხდა, აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი ითხოვს 2022 წლის 30 ნოემბრის №30019 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას 15 კალენდარული დღით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2.ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №30019 ბრძანებაში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, კერძოდ, ფ/პ „------„ (პ/ნ ------ ) აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვროს ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №30019 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ, ფ/პ „------„ (პ/ნ -------) აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვროს ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.