ქონების გადასახადი (როდესაც გასული წლის შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს) N 1408

1408 ქონების გადასახადი (როდესაც გასული წლის შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს) - (ძალადაკარგული) 16.11.2010
№ დოკუმენტი 1408
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ქონების გადასახადი N 1408

ფაქტობრივი გარემოებები

•მეწარმე ფიზიკურ პირს მიმდინარე კალენდარულ წელს არ წარუდგენია ქონების გადასახადის დეკლარაცია

•საგადასახადო შემოწმებისას გაირკვა, რომ პირის დასაბეგრი შემოსავალი მიმდინარე კალენდარული წლის წინა წელს აღემატებოდა 40 000 ლარს, ამასთან პირს გააჩნდა დასაბეგრი ქონება

შეფასება

•ვინაიდან, გასული წლის შედეგებით პირის დასაბეგრი შემოსავალი აჭარბებდა 40 000 ლარს, იგი ვალდებული იყო ქონების გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში წარედგინა არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 მაისისა

ღონისძიებები

•პირს დაერიცხება კუთვნილი ქონების გადასახადი

•პირი დაჯარიმდება საგადასახადო დეკლარაციის წარუდგენლობისათვის საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად