ბრძანება N 38237-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.12.2018
№ დოკუმენტი 38237-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 38237

26/12/2018

შპს -------------

(მის: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

2018 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის

არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 13 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N99) განიხილა შპს ----- ს საჩივარი 2018 წლის 4 ოქტომბრის N081-224 ,საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

არ ეთანხმება რეალიზებული კონდიციონერის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, ვინაიდან აღნიშნული კონდიციონერის რეალიზაცია განხორციელებულია კანონმდებლობის დაცვით, რაზედაც არსებობს შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 11 იანვრის N272 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 21 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2018 წლის 4 ოქტომბრის N28040 ბრძანება „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ და ამავე თარიღის N081-224 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 186 457,88 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 100 625 ლარი, ჯარიმა 54 592 ლარი, საურავი 31 240,88 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურში არსებულ ელექტრონულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 2017 წლის თებერვლის თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული იქნა კონდიციონერი 847 ლარად.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი აღნიშნული რეალიზაცია 847 ლარის ოდენობით სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად დამატებით დაექვემდებარა დღგ-ის ბრუნვაში ასახვას და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა პოზიცია აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოში. სათათბირო საბჭოს 2018 წლის 4 სექტემბრის N1 ოქმის მიხედვით გადამხდელის პრეტენზია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: გადამხდელს დაევალა შემმოწმებლებისთვის დამატებით დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის თანახმადაც მას მიაჩნდა, რომ შემმოწმებლების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არასწორად. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ზედნადები, ორისიდან ამონაწერები და დღგ-ის დეკლარაცია. შემოწმების შედეგად გაიმიჯნა არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული და დოკუმენტური ბრუნვები. შესაბამისად, აღნიშნული რეალიზაცია ექვემდებარება გადამხდელის დასაბეგრ ბრუნვებში ასახვას, აქტის პროექტით დარიცხული თანხა არ იქნა კორექტირებული.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიუთითა სსკ-ის 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს 2018 წლის 26 ოქტომბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებული კონდიციონერის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის თებერვლის თვეში გადამხდელის მიერ რეალიზებული იქნა კონდიციონერი 847 ლარად. შემოწმების შედეგად გამოვლენილი აღნიშნული რეალიზაცია სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად დამატებით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა პოზიცია აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოში. საბჭოს ოქმის მიხედვით გადამხდელს დაევალა შემმოწმებლებისთვის დამატებით დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის თანახმადაც მას მიაჩნდა, რომ შემმოწმებლების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არასწორად. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ზედნადები, ორისიდან ამონაწერები და დღგ-ის დეკლარაცია. შემოწმების შედეგად გაიმიჯნა არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული და დოკუმენტური ბრუნვები. შედეგად რეალიზაცია ექვემდებარება გადამხდელის დასაბეგრ ბრუნვებში ასახვას, აქტის პროექტით დარიცხული თანხა არ იქნა კორექტირებული.

 

გადაწყვეტილება

 

ვინაიდან გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 01.01.2021 წლამდე მომქედი: 161(1,,ა“)