გადაწყვეტილება №23411/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 15.08.2024
№ დოკუმენტი 23411/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23411/2/2024

15 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 1.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23411/2/2024).

 

დავის საგანი:

საბჭოს 7.12.2023 წლის №20530/2/2023 (რეგ. 22.01.2024წ. №03/4126) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2024 წლის №021-22 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 394 213.63 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 192 218

დღგ - 121 994

მიწა - არასასოფლო - 448

მოგების გადასახადი - 18 076

საშემოსავლო გადასახადი - 51 700

ჯარიმა - 96 514

საურავი - 105 481.63

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა კორპუსების მშენებლობა და აშენებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების რეალიზაცია „შავი კარკასის“ მდგომარეობით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 16.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32616 ბრძანება და ამავე თარიღის №021-134 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2023 წლის 18 იანვარს და 23 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.07.2023 წლის №17862 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.12.2023 წლის №20530/2/2023 (რეგ. 22.01.2024წ. №03/4126) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 267 094 ლარით, მათ შორის გადასახადი 170 035 ლარით და ჯარიმა 97 059 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2024 წლის №9397 ბრძანება და ამავე თარიღის №021-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის №63559-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებიდან დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის დასკვნას, 23.04.2024 წლის №9397 ბრძანებას და ამავე თარიღის №021-22 საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 23.04.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 23.05.2024 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 1.07.2024 წელს (შემოსავლების სამსახურში ელექტრონულად წარდგენილია 28.06.2024 წელს), გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ.

შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. მომჩივანი მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამწუხაროდ ვერ მოხერხდა საჩივრის დროულად წარმოდგენა, თუმცა არ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებას.

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტაცია ვერ გახდება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბჭოს 7.12.2023 წლის №20530/2/2023 (რეგ. 22.01.2024წ. №03/4126) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 267 094 ლარით, მათ შორის გადასახადი 170 035 ლარით და ჯარიმა 97 059 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2024 წლის №9397 ბრძანება და ამავე თარიღის №021-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301; 299.