ბრძანება N 8991

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.04.2026
№ დოკუმენტი 8991
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8991

23 აპრილი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ ------------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------);

იურ. მის.:------------------------------)

2026 წლის 25, 26 თებერვლის, 18, 19 და 24 მარტის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 მარტის და 2 აპრილის სხდომებზე (ოქმები №24; №29) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ ------------------) 2026 წლის 25 თებერვლის №675961 (რეგ.: №---/21-14), 26 თებერვლის №---/21, 18 მარტის №677876 (რეგ.: №---/21), 19 მარტის №677914 (რეგ.:№----/21), 24 მარტის №678300 (რეგ.:№----/21-14) და №678299 (რეგ.: №--/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №081-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. აღნიშნავს, რომ შპს „----“ სს „-------ბანკში“ გახსნილი აქვს საკრედიტო ხაზი, რომლის პირობების თანახმად, აუთვისებელ თანხაზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 0,5%-ს, წლიური ასათვისებელი თანხა შეადგენდა 250 000 აშშ დოლარს. საწარმოს ამ პერიოდში არ ესაჭიროებოდა კრედიტი. შპს „----“ -------ზე აშენებდა სასტუმროს, რისთვისაც ესაჭიროებოდა ფინანსური რესურსი. აღნიშნული კომპანიის მოთხოვნით, შპს „----ის“ მიერ აღებულ იქნა კრედიტი (წლიური 8,40%). მხარეთა შეთანხმებით, შპს „----ის“ დირექტორმა -----ძემ საწარმოდან მასზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან შპს „----ს“ სესხის სახით გადასცა 759 000 ლარი (წლიური 12%), რაზედაც შპს „----ის“ მიერ -----ზე გაცემულ იქნა სალაროს შემოსავლის ორდერები. მხარეთა შეთანხმებით და სს „------ბანკთან“ კონსულტაციის შედეგად, შპს „----ის“ მიერ აღებული სესხი გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა გადასულიყო შპს „---ზე“, რომელიც გააგრძელებდა სესხის გადახდას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „-----ის“ მიერ დაკორექტირებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა, სადაც ჩანს, რომ სალაროს ნაშთი 2025 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 196 611,91 ლარს. ამასთან, აღნიშნული ნაშთი საწარმოს მიერ გამოყენებულია კომპანიის საჭიროებისთვის და 2025 წლის 31 მაისს სალაროს ნაშთი შეადგენს სულ 60 322,64 ლარს.

გადამხდელი განმარტავს, რომ საკრედიტო ხაზიდან მიღებული თანხების და სესხის გაცემის თარიღები არ ემთხვევა, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მიღებული სესხის თანხის სრულად იმავე დღეს და იმავე ოდენობით გაცემას, შპს „----ზე“ თანხის გაცემა ფიქსირდება მშენებლობის პროცესში საჭიროებისამებრ. სესხის მიმღები პირი აქტიური საწარმოა, რომელსაც სჭირდებოდა შესაბამისი ფინანსური რესურსი, სესხის მიმღები პირის მიერ სესხის მიღება დასტურდება მოგების გადასახადის შესაბამის გრაფაში, ხოლო გაცემული სესხის ფაქტი ასევე დასტურდება შპს „-----ის“ მიერ ჩაბარებული 2024 წლის ფინანსური ანგარიშგებით. ბუღალტრული პროგრამა საშუალებას იძლევა დადგინდეს, სესხის მიღების პერიოდების მიხედვით შპს „----ი“ საჭიროებდა თუ არა ფინანსურ რესურსს სამშენებლო მიზნებისთვის. თარიღების მიხედვით ასახულია სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე არსებული ხელმისაწვდომი ნაშთი და სესხად მიღებული თანხის მიზნობრივი ხარჯვა. ზემოთხსენებულ სასესხო პერიოდში შპს „----ს“ ფორმირებული კაპიტალი არ გაუზრდია, რაც ადასტურებს სესხის თანხების აუცილებლობას სამშენებლო საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის.

გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლის 31 ოქტომბერს შპს „----ის“ დამფუძნებლის მიერ სალაროდან გატანილია 400 000 ლარი დივიდენდის სახით, შესაბამისად, ბიუჯეტში შეტანილია მოგების გადასახადი 74 303,41 ლარი და დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი 21 052,63 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხით განხორციელდა ----- ბანკის საკრედიტო ხაზის ვალდებულების დაფარვა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება არ არის აღსრულებული და ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილული თანხის კვალიფიკაციის ცვლილებას და დარიცხული გადასახადის/სანქციების სრულად შემცირებას. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16552 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------ის“ (ს/ნ ------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----ის“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შპს „---ზე“ გაცემულ სესხთან დაკავშირებით შედგენილი ხელშეკრულება);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16552 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 30 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 2 თებერვლის №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით მიხედვით, შპს „-----მა“ 2024 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდებში 759 000 ლარის ოდენობით სესხი (სალაროდან) გასცა შპს „----ზე“. გადამხდელმა წარმოადგინა სესხის ხელშეკრულებები და შპს „----ის“ მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები. აღნიშნული სესხის დაბრუნება მოხდა მოკლე პერიოდში ეტაპობრივად (საგადასახადო შემოწმების შემდეგ) 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდებში. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა შპს „-----ის“ ახსნაგანმარტება, სადაც გადამხდელი აღნიშნავს, რომ სალაროში დაგროვილი ფულადი ნაშთის ხარჯვა მოხდა დირექტორის მიერ პირადი საჭიროებისათვის. ასევე, ჩატარებული ანალიზით დგინდება, რომ ---- ბანკში საკრედიტო ხაზიდან მიღებული თანახები არც თანხობრივად და არც თარიღებში ედრება შპს „---ში“ სალაროდან სესხად მიღებულ თანხებს. შემოწმების დროს, შპს „-----ს“ ბუღალტრულად უფიქსრდებოდა ანგარშვალდებულ პირზე გატანილი თანხები და ამავდროულად, ბუღალტერიაში ჰქონდა გაუნაწილებელი მოგება. ამასთანავე, შემოწმების დროს შპს „----ს“ და შპს „----ს“ არ ჰქონდათ მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართი №3-ში შესაბამის პერიოდებში მიღებული სესხის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი და ასევე, არ ჰქონდათ saras.gov.ge-ზე ატვირთული შესაბამისი ინფორმაცია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და დოკუმენტაცია/ინფორმაცის შესწავლის შედეგად, ვერ დადასტურდა გადამხდელის პოზიცია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშების ეტაპზე არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით მიხედვით, შპს „----მა“ 2024 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდებში 759 000 ლარის ოდენობით სესხი (სალაროდან) გასცა შპს „---ზე“. გადამხდელმა წარადგინა სესხის ხელშეკრულებები და შპს „---ის“ მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები. აღნიშნული სესხის დაბრუნება მოხდა მოკლე პერიოდში ეტაპობრივად (საგადასახადო შემოწმების შემდეგ) 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდებში. ჩატარებული ანალიზით დგინდება, რომ --- ბანკში საკრედიტო ხაზიდან მიღებული თანახები არც თანხობრივად და არც თარიღებში ედრება შპს „---ში“ სალაროდან სესხად მიღებულ თანხებს. შემოწმების დროს, შპს „----ს“ ბუღალტრულად უფიქსრდებოდა ანგარშვალდებულ პირზე გატანილი თანხები და ამავდროულად, ბუღალტერიაში ჰქონდა გაუნაწილებელი მოგება.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „---ის“ მიერ ------ზე სასტუმროს მშენებლობისას ჯამში ორივე პროექტში ინვესტირებული თანხა შეადგენს 3 909 226 ლარს, ასევე შპს „----ს“ უფიქსირდება საბანკო ვალდებულებები სესხის სახით, ჯამში მთლიანი სასესხო ვალდებულება ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 2 330 272 ლარს, ასევე, ბუღალტრულ პროგრამაში აღენიშნება თანხა კაპიტალის სახით ჯამში 2 014 500 ლარის ოდენობით და აღენიშნება შემოსავალი რეალიზაციიდან (6110 ანგარიშზე) 538 658 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, შემოწმების დროს შპს „----ს“ და შპს „---ს“ არ ჰქონდათ მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართი №3-ში შესაბამის პერიოდებში მიღებული სესხის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი და ასევე, არ ჰქონდათ saras.gov.ge-ზე ატვირთული შესაბამისი ინფორმაცია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და დოკუმენტაცია/ინფორმაცის შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ ------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №16552 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. კერძოდ, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №16552 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);