N 6547-Iს 22/06/2012 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) აწარმოონ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრი, განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია , გააკონტროლონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა;“.
2. 107-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საწარმოში, რომლის წილის (აქციების) 20 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებულ იურიდიულ პირს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამოსაქვითი პროცენტების თანხის ზღვრული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადამხდელის მიერ პროცენტის სახით მიღებული ნებისმიერი შემოსავლის თანხისა და პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა და პროცენტის სახით გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლად განსაზღვრული დასაბეგრი მოგების 50 პროცენტის ოდენობის თანხის ჯამს.“.
3. 123-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. ამ კოდექსის მიზნებისათვის სუსტი კაპიტალიზაცია არის პირის მიერ აღებული ვალის თანაფარდობა პირის კაპიტალთან, როდესაც ამ პირის ვალის მისივე კაპიტალთან შეფარდება 3/1-ზე მეტია, ხოლო სალიზინგო კომპანიის შემთხვევაში − ამ კომპანიის ვალის მისივე კაპიტალთან შეფარდება 5/1-ზე მეტია.“;
ბ) მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ, თუ საგადასახადო ორგანო არ დაამტკიცებს, რომ მისი ვალი სამჯერ აღემატება მის საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულებას.“;
გ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
4 . 127-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესამოწმებელი ოპერაციების ფასი ამ თავის მიზნებისათვის საბაზრო ფასად ჩაითვლება , განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
5 . 154-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით:
გ.ა) წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე;
გ.ბ) გადასცეს შემოსავლის მიმღებ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.“ ;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31 . საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიების გადამხდელთათვის დაადგინოს ინფორმაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.“.
6. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0102 21, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000, 3103–3105, 3808 91, 3808 92 და 3808 93 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;“.
7. 191-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ:
ა) აქციზური საქონლის მწარმოებელი;
ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის გადამხდელი;
გ) ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11 . აქციზის გადამხდელი ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს აქციზის დეკლარაციას ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“.
8. 19 4-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის.
შენიშვნა: აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა;“.
9. 197-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. იმპორტის გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:
#assignedTableId-1674909150951 {width: 399pt; margin: 0 auto !important; }№
კოდი
საქონლის დასახელება
1
0105
შინაური ფრინველიცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები დაციცრები
2
0201
ხორცი მსხვილფეხარქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული
3
0202
ხორცი მსხვილფეხარქოსანი პირუტყვისა, გაყინული
4
0204
ხორცი ცხვრისა ანთხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
5
0205 00
ხორცი ცხენებისა,ვირებისა, ჯორებისა ან ჯორცხენებისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
6
0206
საკვები სუბპროდუქტებიმსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ღორებისა, ცხვრებისა, თხებისა, ცხენებისა, ვირებისა,ჯორებისა ან ჯორცხენებისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
7
0207
ხორცი და საკვებისუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებულიან გაყინული
8
0208
სხვა ხორცი და ხორცისსაკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული
9
0210
ხორცი და ხორცისსაკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვებიფქვილი ხორცისაგან ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან
10
0401 10 100 00
– – პირველად საფუთავებშინეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
11
0401 20 110 00
– – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
12
0401 20 910 00
– – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
13
0401 40 100 00
— — — პირველადსაფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
14
0401 50 110 00
— — — პირველადსაფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
15
0401 50 310 00
— — — პირველადსაფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
16
0401 50 910 00
— — — პირველადსაფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
17
0402 10 110 00
– – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
18
0402 10 910 00
– – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
19
0402 21 110 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
20
0402 21 910 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
21
0402 29 150 00
– – – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
22
0402 29 910 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
23
0402 91 110 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
24
0402 91 310 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
25
0402 91 510 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
26
0402 91 910 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
27
0402 99 110 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
28
0402 99 310 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
29
0402 99 910 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
30
0403
დო, აჭრილი რძედა ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები,შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებითან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლის ანკაკაოს დამატებით ან მათ გარეშე
31
0407
ფრინველის კვერცხინაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული
32
0408
ფრინველის კვერცხიუნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული,დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელინივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
33
0409 00 000 00
ნატურალური თაფლი
34
0410 00 000 00
ცხოველური წარმოშობისკვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
35
0701
კარტოფილი, ახალიან გაცივებული
36
0702 00 000 00
პომიდორი, ახალიან გაცივებული
37
0703
ხახვი თავიანი,ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
38
0704
თავხვეული კომბოსტო,ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, კეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიურიბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
39
0706
სტაფილო, თალგამი,სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვებიძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული
40
0707 00
კიტრი და კორნიშონები,ახალი ან გაცივებული
41
0708
პარკოსანი ბოსტნეული,დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული
42
0709
ბოსტნეული დანარჩენი,ახალი ან გაცივებული
43
0710
ბოსტნეული (ახალიან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული
44
0711
დაკონსერვებულიბოსტნეული, ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში,გოგირდიან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახითსაკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი
45
0712 20 000 00
– თავიანი ხახვი
46
0712 31 000 00
– – Agaricus გვარისსოკოები
47
0712 32 000 00
– – ხის სოკო ანაურიკულარიები (Auricularia spp.)
48
0712 33 000 00
– – საფუარი სოკოები(Tremella spp.)
49
0712 39 000 00
– – დანარჩენი
50
0713
პარკოსანი ბოსტნეულიხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი
51
0714
მანიოკი, მარანთა,სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ანუ ბატატი და სხვა ანალოგიურიძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი,გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულებისსახით; საგოს პალმის ნაყოფის გული
52
0802
კაკალი დანარჩენი,ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე
53
0803
ბანანები, პლანტაინებისჩათვლით, ახალი ან ხმელი
54
0805
ციტრუსები, ახალიან ხმელი
55
0806
ყურძენი, ახალიან ხმელი
56
0807
ნესვი (საზამთროსჩათვლით) და პაპაია, ახალი
57
0808
ვაშლი, მსხალი დაკომში, ახალი
58
0809
გარგარი, ალუბალიდა ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი
59
0810
ხილი დანარჩენი,ახალი
60
0811
ხილი და კაკალი,წყალში ან ორთქლზე თბურად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყინული, შაქრის ანსხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
61
0812
ხილი და კაკალი,დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში,გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახითსაკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი
62
0813
ხილი ხმელი,0801–0806 სასაქონლო პოზიციების ნაყოფების გარდა; მოცემული ჯგუფის კაკლის ანხმელი ნაყოფების ნარევები
63
0902
ჩაი საგემოვნო-არომატულიდანამატებით ან მათ გარეშე
64
1101 00
ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისფქვილი
65
1102
დანარჩენი მარცვლეულისფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა
66
1103
ბურღული, უხეშადნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები
67
1105
კარტოფილის წმინდადდა უხეშად ნაფქვავი ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები
68
1106
წმინდად და უხეშადნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის,საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფებისან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან
69
1108
სახამებელი; ინულინი
70
1109 00 000 00
ხორბლის წებოვანა,მშრალი ან ტენიანი
71
1512 19 900 00
– – – დანარჩენი
72
1601 00
ძეხვი და ანალოგიურიპროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა საკვები პროდუქტები,დამზადებული მათ საფუძველზე
73
1602 10 00
– ჰომოგენიზებულიმზა პროდუქტები
74
1602 20
– ნებისმიერი ცხოველისღვიძლისაგან
75
1602 31
– – ინდაურის
76
1602 32
– – შინაური ქათმის(Gallus domesticus)
77
1602 39
– – დანარჩენი
78
1602 41
– – ბარკლები დამათი გადანაჭრები
79
1602 42
– – ბეჭის ნაწილიდა მისი გადანაჭრები
80
1602 49
– – დანარჩენი,ნარევების ჩათვლით
81
1602 50
– მსხვილფეხა რქოსანიპირუტყვის ხორცისაგან
82
1701 12
– – ჭარხლის შაქარი
83
1701 91 000 00
– – საგემოვნო-არომატულიან საღებარი დანამატებით
84
1701 99
– – დანარჩენი
85
1702
დანარჩენი შაქარი,ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზასა და ფრუქტოზას ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში;შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან საღებარი ნივთიერების დამატების გარეშე;ხელოვნური თაფლი, ნატურალურ თაფლთან შერეული ან შეურეველი; კარამელის კულერი
86
1703
მელასა, შაქრისამოღებით ან რაფინირების შედეგად მიღებული
87
1704
შაქრის საკონდიტრონაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომელიც არ შეიცავს კაკაოს
88
19
მზა პროდუქტებიმარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი
89
2001
ბოსტნეული, ხილი,კაკალი და მცენარეთა საკვებად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრის ან ძმარმჟავას დამატებითდამზადებული ან დაკონსერვებული
90
2002
პომიდორი, ძმრისან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული
91
2003
სოკო და ტრიუფელი,ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული
92
2004
სხვა ბოსტნეული,ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული,2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა
93
2005
სხვა ბოსტნეული,ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი,2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა
94
2006 00
ბოსტნეული, ხილი,კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრისსიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული)
95
2007
ჯემი, ხილის ჟელე,მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული,მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით
96
2008 19
– – დანარჩენი,ნარევების ჩათვლით
97
2008 20
– ანანასი
98
2008 30
– ციტრუსები
99
2008 40
– მსხალი
100
2008 50
– გარგარი
101
2008 60
– ალუბალი და ბალი
102
2008 70
– ატამი, ნექტარინებისჩათვლით
103
2008 80
– მარწყვი და ხენდრო
104
2008 91 000 00
– – პალმის გული
105
2008 93 000 00
– – შტოში, მოცვი (Vacciniummacrocarpon, Vaccinium oxycoccos, Vaccinium vitis-idaea)
106
2008 97
– – ნარევები
107
2008 99
– – დანარჩენი
108
2009
ხილის წვენები(ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატებისგარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
109
2101
ყავის, ჩაის ანმატეს (პარაგვაის ჩაის) ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები და მათ ფუძეზე ანყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ფუძეზე დამზადებული მზა პროდუქტები; მოხალულივარდკაჭაჭა და სხვა მოხალული ყავის შემცვლელები და მათი ექსტრაქტები, ესენციები დაკონცენტრატები
110
2103
პროდუქტები საწებლებისმოსამზადებლად და მზა საწებლები; საგემოვნო დანამატები და შერეული საკაზმები; მდოგვისფხვნილი და მზა მდოგვი
111
2106 90
– დანარჩენი
112
2201 10 190 09
– – – – დანარჩენი
113
2201 10 900 00
– – დანარჩენი
114
2201 90 000 09
– – – დანარჩენი
115
2201 90 000 99
– – დანარჩენი
116
2202
წყლები, მინერალურისადა გაზიანის ჩათვლით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებებისდანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციისხილისა და ბოსტნეულის წვენების გარდა
117
2203 00
ალაოს ლუდი
118
2302 10
– სიმინდის
119
2302 30
– ხორბლის
120
2302 40
– დანარჩენი მარცვლოვანების
121
24
თამბაქო და თამბაქოსსამრეწველო შემცვლელები
122
25
მარილი; გოგირდი;მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი
123
3402
ზედაპირულად აქტიურიორგანული ნივთიერებები (საპნის გარდა); ზედაპირულად აქტიური საშუალებები, სარეცხისაშუალებები (დამხმარე სარეცხი საშუალებების ჩათვლით) და საწმენდი საშუალებები, საპნისშემცველი ან მის გარეშე (3401 სასაქონლო პოზიციის საშუალებების გარდა)
124
3918
პლასტმასის იატაკისსაფრები, თვითწებვადი ან არათვითწებვადი, რულონებად ან ფირფიტებად; პლასტმასის საფრებიკედლებისა და ჭერებისათვის, მოცემული ჯგუფის მე-9 შენიშვნაში მითითებული
125
3922
აბაზანები, შხაპები,წყლის ჩასადინარი ნიჟარები, პირსაბანი ნიჟარები, ბიდეები, უნიტაზები, დასაჯდომებიდა სახურავები მათთვის, წყალჩასაშვები ავზაკები და ანალოგიური სანიტარიულ-ტექნიკურინაწარმი, პლასტმასისაგან
126
3923
პლასტმასის ნაწარმისაქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის; პლასტმასის საცობები, ხუფები, თალფაქებიდა სხვა საცობი ნაწარმი
127
3924
სასადილო და სამზარეულოჭურჭელი და სამზარეულოს საკუთნოები, დანარჩენი საოჯახო ნივთები და ჰიგიენის ან ტუალეტისსაგნები, პლასტმასისაგან
128
3925 20 000 00
– კარები და ზღურბლებიმათთვის, ფანჯრები და მათი ჩარჩოები
129
3925 30 000 00
– დარაბები, შტორები(ვენეციური ჟალუზების ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი და მათი ნაწილები
130
3925 90
– დანარჩენი
131
3926 90
– დანარჩენი
132
4407
ხეტყის მასალა,გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი,გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი
133
4408
მოსაპირკეთებელიფურცლები (შრეული მერქნის დაყოფით მიღებულის ჩათვლით), შეწებებული ფანერისათვის ანსხვა ანალოგიური შერეული მერქნისათვის, და სხვა ხის მასალა, გასწვრივ დახერხილი,დაჭრილი ნაწილებად ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი,ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით არა უმეტეს 6 მმ-ისა
134
4409
დახერხილი ხეტყე(პარკეტის თამასებისა და ფრიზის ჩათვლით, აუწყობელი) დაპროფილებული პაგონაჟის სახით(ქიმებით, თხემებით, ღარებით, ნარანდიანი, ჩამოთლილი კიდეებით, ნახევრად მომრგვალებულინარიმანდის შეერთების სახით, ფასონური, მომრგვალებული ან ანალოგიური) ნებისმიერინაწიბურის ტორსის ან სიბრტყის გასწვრივ, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი,ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე
135
4413 00 000 00
მერქანი დაწნეხილი,ბლოკების, ფილების, ძელების ან დაპროფილებული ფორმების სახით
136
4418
ნაწარმი სადურგლოდა სახუროო ხის, სამშენებლო, უჯრედოვანი ხის პანელების, აწყობილი ფილა-პარკეტის,სოლ-ყავრისა და სახურავის ყავრის ჩათვლით
137
4420
ხის ნაწარმი მოზაიკურიდა ინკრუსტირებული; ზარდახშები და კოლოფები საიუველირო ან დანისებრი და ანალოგიურინაწარმისათვის, ხის; სტატუეტები და სხვა დეკორაციული ნაწარმი, ხის; ავეჯის ხის საგნები,94-ე ჯგუფში მიუთითებელი
138
4421
სხვა ნაწარმი, დანარჩენი
139
6801 00 000 00
ძელურა, ბორდიურისქვები და დასაგები ფილები ბუნებრივი ქვისაგან (გარდა ფიქლისა)
140
6802
ქვა დამუშავებული(გარდა ფიქლისა) ძეგლებისათვის ან მშენებლობისათვის და მისი ნაწარმი, გარდა 6801სასაქონლო პოზიციის საქონლისა; მოზაიკის კუბურები და ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით)ანალოგიური ნაწარმი ფუძეზე ან ფუძის გარეშე; ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) გრანულები,ნაფხვენი და ფხვნილი, ხელოვნურად შეღებილი
141
6804
დოლაბები, სალესიქვები, სახეხი რგოლები და ანალოგიური უკარკასო ნაწარმი, განკუთვნილი სახეხად, სალესად,საპრიალებლად, მოსარგებად ან მოსაჩუქურთმებლად, ქვები ხელით სალესად ან საპრიალებლადდა მათი ნაწილები ბუნებრივი ქვის, აგლომერირებული ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზივებისან კერამიკისაგან, სხვა მასალების დეტალებთან აწყობილი ან ამ დეტალების გარეშე
142
6805
ბუნებრივი ან ხელოვნურიაბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, გაჭრილ ან გაკერილ, ან განსაზღვრული ფორმის მისაღებადსხვა მეთოდით დამუშავებულ, ან დაუმუშავებელ ქსოვილის, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე
143
6806
წიდის ბამბა, მინერალურისილიკატური ბამბა და ანალოგიური მინერალური ბამბები; განშრევებული ვერმიკულიტი, აფუებულითიხები, აქაფებული წიდა და ანალოგიური აფუებული მინერალური პროდუქტები; თბოსაიზოლაციო,ბგერათსაიზოლაციო ან ბგერათშთამნთქმელი მინერალური მასალების ნარევები და ნაწარმი,გარდა 6811 ან 6812 სასაქონლო პოზიციის ან 69-ე ჯგუფის ნაწარმისა
144
6807
ნაწარმი ასფალტისან ანალოგიური მასალებისაგან (მაგალითად, ნავთობის ბიტუმის ან ქვანახშირის სქელფისისაგან)
145
6808 00 000 00
პანელები, ფილები,ბლოკები და ანალოგიური ნაწარმი ცემენტით, თაბაშირით ან სხვა მინერალური შემკვრელინივთიერებებით აგლომერირებული მცენარეული ბოჭკოების, ჩალის, ბურბუშელას, ნაფოტის,ნაწილაკების, ნახერხის ან ხეტყის სხვა ნარჩენებისაგან
146
6809
ნაწარმი თაბაშირისან მის ფუძეზე დამზადებული ნარევებისაგან
147
6810
ცემენტის, ბეტონისან ხელოვნური ქვის ნაწარმი, დაარმატურებული ან დაუარმატურებელი
148
6811
ნაწარმი აზბესტცემენტის,ცელულოზისბოჭკოებიანი ცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან
149
6812 91 000 00
– ტანსაცმელი, ტანსაცმლისსაკუთნოები, ფეხსაცმელი და თავსაბურავები
150
6812 92 000 00
– ქაღალდი, სქელიმუყაო და ქეჩა ან ფეტრი
151
6812 93 000 00
– – შემამჭიდროებელიმასალა წნეხილი აზბესტის ბოჭკოსაგან, ფურცლებად ან რულონებად
152
6815
ნაწარმი ქვის ანსხვა მინერალური ნივთიერებებისაგან (ნახშირბადიანი ბოჭკოების, ნახშირბადიანიბოჭკოების ნაწარმისა და ტორფის ნაწარმის ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელიან ჩაურთველი
153
6902 10 000 00
– Mg, Ca ან Crელემენტების შემცველობით 50 მას.%-ზე მეტი ცალ-ცალკე ან ერთად აღებული, MgO,CaO ან Cr2 O3-ზე გადაანგარიშებით
154
6902 20 100 00
– – კაჟმიწის(SiO2 ) შემცველობით 93 მას.% ან მეტი
155
6902 20 910 00
– – – თიხამიწის(Al2 O3) შემცველობით 7 მას.%-ზემეტი, მაგრამ 45 მას.%-ზე ნაკლები
156
6902 20 990 00
– – – დანარჩენი
157
6902 90 000 00
– დანარჩენი
158
7113
საიუველირო ნაკეთობებიდა მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისაგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისაგან
159
7115 90 100 00
– – ძვირფასი ლითონებისაგან
160
7116
ნაკეთობები ბუნებრივიან კულტივირებული მარგალიტის, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან (ბუნებრივი,ხელოვნური ან რეკონსტრუირებული)
161
7117
ბიჟუტერია
162
7308 10 000 00
– ხიდები და ხიდებისსექციები
163
7308 40
– დანადგარები დასხვა მოწყობილობა ლითონური სამშენებლო ხარაჩოების, ყალიბების, კედლის საბჯენებისან შახტის სამაგრებისათვის
164
7308 90
– დანარჩენი
165
7309 00 100 00
– აირებისათვის(შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა)
166
7309 00 300 00
– – მოპირკეთებითან თბოიზოლაციით
167
7309 00 590 00
– – – არა უმეტეს100 000 ლიტრისა
168
7309 00 900 00
– მყარი ნივთიერებებისათვის
169
7310
ცისტერნები, კასრები,დოლები, კანისტრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერინივთიერებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა), არა უმეტეს 300 ლ ტევადობისა,მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკურიდანადგარების გარეშე
170
7311 00
ტევადობები შეკუმშულიან გათხევადებული აირებისათვის, შავი ლითონებისაგან
171
7314
ლითონური ქსოვილი(უწყვეტი ლენტების ჩათვლით), მავთულის გისოსები, ბადეები და შემოსაღობები შავი ლითონებისაგან;გამცრავ-გამწოვი ფურცელი შავი ლითონებისაგან
172
7315
ჯაჭვები და მათინაწილები შავი ლითონებისაგან
173
7318
ხრახნები, ჭანჭიკები,ქანჩები, ყრუ ჭანჭიკები, ჩასახრახნი კაკვები, მოქლონები, სოგმანები, ჭილიპყურები,საყელურები (ზამბაროვანის ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან
174
7320
ზამბარები, რესორებიდა ფურცლები მათთვის შავი ლითონებისაგან
175
7321
ღუმლები გასათბობი,ღუმლები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი (ცენტრალური გათბობის დამხმარექვაბიანი ღუმლების ჩათვლით), ფრიტურნიცები, მაყალები, ქურის სანთურები, საკვებისგასათბობი გამათბობლები და ანალოგიური საყოფაცხოვრებო არაელექტრული მოწყობილობებიდა მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან
176
7323
ნაწარმი სუფრის,სამზარეულო ან სხვა ნაწარმი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის და მათი ნაწილები შავილითონებისაგან; „მატყლი“ შავი ლითონებისაგან; სამზარეულო ჭურჭლის საწმენდი ნეჭა,გასაწმენდი ან გასაპრიალებელი ბალიშები, ხელთათმნები და ანალოგიური ნაწარმი შავილითონებისაგან
10. 202-ე მუხლის:
ა) მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის − ეკონომიკური საქმიანობით მიღებული, სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო სხვა შემოსავალი − სრული ოდენობით;“;
ბ) მე-7 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:
„ა.დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;“.
11. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ტ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაშიც;“.
12. 259-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკონტროლო-სალარო აპარატის სახელმწიფო რეესტრის წარმოების, საკონტროლო-სალარო აპარატის ექსპლუატაციის, საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოების წესებს, აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
13. 281-ე მუხლის 81 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
14. 309-ე მუხლის 39-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-9 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-9 ნაწილები ამოქმედდეს 2012 წლის 15 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,2012 წლის 22 ივნისი.
№6547- Iს