ბრძანება N 9688
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9688
03.05.2023
შპს „---- -----------ს“ (ს/ნ -----------------)
(მის.: -----------------------------------------)
2023 წლის 4 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი N39) განიხილა შპს „---- -----------ს“ (ს/ნ -----------------) №80177/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის №5507 ბრძანებას ჯარიმის დაკისრების შესახებ.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივნის პოზიცია: გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ვინაიდან მისი მხრიდან კანონმდებლობით დაწესებული ყველა გადასახადის ან/და მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება დროულად, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მისი მხრიდან სრულდება სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და საჩივრის ავტორი ზედმიწევნით იცავს ყველა საკანონმდებლო მოთხოვნას, რაც ადასტურებს იმ მოცემულობას, რომ მისი მხრიდან ადგილი განზრახ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს არ ჰქონია, ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდა შესაბამის სახაზინო კოდზე განხორციელდა მხოლოდ 1 დღის დაგვიანებით, რითიც ბიუჯეტს არ მიუღია ზიანი, შესაბამისად, შეცდომის ელემენტისა და ზიანის არარსებობის ფარგლებში, საჩივრის ავტორის მიმართ უნდა გამოყენებულიყო პასუხისმგებლობის პროპორციული ზომა, რომელიც უნდა გამოხატულიყო გაფრთხილებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის N4344 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების N19-02/10 ნებართვის მფლობელის - შპს „---- -----------ის“ (ს/ნ -----------------) მიერ (მის.: -----------------) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები) და „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. კერძოდ, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 10 მარტს შედგა შემოწმების აქტი N15, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „---- -----------ის“ (ს/ნ -----------------) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა N19-02/10 შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია 2021 წლის 1 მარტს.
შპს „---- -----------ს“ (ს/ნ -----------------) მესამე წლის სანებართვო მოსაკრებელი უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2023 წლის 28 თებერვლისა, რაც გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა. შპს „---- -----------მა“ (ს/ნ -----------------) სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადა 2023 წლის პირველ მარტს (ბიუჯეტში შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის დღე: 01.03.2023 წ). აღნიშნულით დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები) და „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. კერძოდ, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის №5507 ბრძანებით შპს „---- -----------ი“ (ს/ნ -----------------) დაჯარიმდა 10000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:
ზ) დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები.
კ) შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 10 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104 , 105 , 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან სამორინის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში შეადგენს 10 000 ლარს.
რაც შეეხება შპს „---- -----------ის“ (ს/ნ -----------------) მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს მის მიმართ გამოყენებულ იქნეს სანქციის მსუბუქი ფორმა - გაფრთხილება, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ და უპირობოდ მიუთითებს ნებართვის მფლობელის მიერ კონკრეტული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის სანქციის გამოყენებაზე და მის ფორმაზე, კერძოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით“. ასევე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში შეადგენს − 10 000 ლარს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---- -----------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის - მომჩივანის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.
ამასთან,გადასახადის გადამხდელს მესამე წლის სანებართვო მოსაკრებელი უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2023 წლის 28 თებერვლისა, რაც გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა. მომჩივანმა სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადა 2023 წლის პირველ მარტს (ბიუჯეტში შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის დღე: 01.03.2023 წ). აღნიშნულით დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის №5507 ბრძანებით მომჩივანი დაჯარიმდა 10000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ნორმებს:
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები;34-ე მუხლი პირველი ნაწილი;
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილი; 29-ე მუხლის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტები; 37-ე მუხლი;371 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი;371 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლები;
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი;