ბრძანება N 27848

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.12.2025
№ დოკუმენტი 27848
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27848

19 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--ის“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---) 2025 წლის 5 დეკემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 5 დეკემბრის №99233/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ნოემბრის №007-290 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას ჰყავდა დებიტორები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. ასევე, აცხადებს, რომ არაგონივრული ფულის ნაშთი რომც გამოვლენილიყო, ის შემოწმების მიერ არ დაბეგრილა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მიხედვით, კერძოდ მე-10 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რაც გულისხმობს არაგონივრული ფულის ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაბეგვრას. აქედან გამომდინარე ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა შემოწმებას წარუდგინოს ინფორმაცია დებიტორებთან დაკავშირებით. ამასთან, სალაროს დარჩენილი ნაშთი დაიბეგროს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, მეთოდური მითითების შესაბამისად, რაც ასევე გავლენას იქონიებს შეფარდებულ სანქციაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №20453 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დადგენის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ურთიერთშედარების აქტები და სხვა;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №20453 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 20 ორტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „---ს“ (ს/ნ ---) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 174 677 ლარით, მათ შორის, გადასახადი 116 228 ლარი და ჯარიმა 58 449 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 4 ნოემბრის №007-290 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი იქნა დამატებით გაშიფრული ინფორმაცია უახლოესი შეძენა/რეალიზაციის მითითებით. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №20453 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, კერძოდ, გაიზარდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც შემცირდა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ბრუნვები და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხების ნაშთები. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. კერძოდ, გაიზარდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც შემცირდა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ბრუნვები და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხების ნაშთები. შესაბამისად, გადაანგარიშებით შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას ჰყავდა დებიტორები, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. აქედან გამომდინარე, ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა შემოწმებას წარუდგინოს ინფორმაცია დებიტორებთან დაკავშირებით. ამასთან, სალაროს დარჩენილი ნაშთი დაიბეგროს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, მეთოდური მითითების შესაბამისად, რაც ასევე გავლენას იქონიებს შეფარდებულ სანქციაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი იქნა დამატებით გაშიფრული ინფორმაცია უახლოესი შეძენა/რეალიზაციის მითითებით. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №20453 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, კერძოდ, გაიზარდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც შემცირდა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ბრუნვები და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხების ნაშთები. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.