ბრძანება N 15989
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15989
05.07.2023
შპს „-------“-ის (ს/ნ --------)
(მის.: -----------)
2023 წლის 8 ივნისის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №70) იმსჯელა შპს „--------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 8 ივნისის №CA00412307617940 (შემოს.: №98290/21) საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის ID: -------- შესაგებელთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „-------“-სს (ს/ნ -------) 2023 წლის 25 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 332 942.82 ლარი, ჯარიმა 183 967.50 ლარი, საურავი 134 794.34 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2023 წლის 25 აპრილის №024-2023-072373 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ. აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე იმავე დღეს ჩამოეწერა 194278.48 ლარი.
2023 წლის 2 მაისს გადასახადის გადამხდელის აღიარებული ვალდებულებების ბარათზე რიცხული სადავო საგადასახადო დავალიანება გადატანილი იქნა დროებით ბარათზე. 2023 წლის 3 მაისის №021-2023-073792 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2023 წლის 25 აპრილის N024- 2023-072373 ბრძანების საფუძველზე შპს „--------“-ის (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მაისის №11501 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი, რომლითაც ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №024-2023-072373 ბრძანება შპს „-------“-ის (ს/ნ ------) საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოეხდინა საინკასო დავალებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხების დაბრუნება ამავე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით.
გადამხდელის მიერ 2023 წლის 24 მაისს წარმოდგენილ იქნა განცხადება ID: --------, რომლითაც მოთხოვნილი იქნა წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა შპს „------ “-ის (ს/ნ --------) 2023 წლის 24 მაისის მოთხოვნის (ID ------) შესწავლა, რომლითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, შპს „-------“-ის (ს/ნ ------) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია არაღიარებული თანხის საინკასო დავალებით ჩამოწერის და შემდგომ დაბრუნების საფუძველზე. შპს „-------“-სს 2023 წლის 7 ივნისს აღნიშნულ მოთხოვნაზე ეთქვა უარი, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გადამხდელს აცნობა, რომ, საკითხის შესწავლის საფუძველზე, სახეზეა „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, კერძოდ: „არ არის მოწოდებული კომპანიის არახანდაზმული პერიოდის საბანკო ამონაწერები.“
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წლის 16 ივნისს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შპს „-------“-ისთვის (ს/ნ ------) დაბრუნებულია საინკასო დავალებით ჩამოწერილი თანხა 144 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „-------“-სს (ს/ნ -------) 2023 წლის 16 ივნისს დაუბრუნდა საინკასო დავალებით ჩამოწერილი თანხა 144 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ 2023 წლის 24 მაისს წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის მოთხოვნის შესწავლა, რომლითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია არაღიარებული თანხის საინკასო დავალებით ჩამოწერის და შემდგომ დაბრუნების საფუძველზე. მომჩივანს 2023 წლის 7 ივნისს აღნიშნულ მოთხოვნაზე ეთქვა უარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წლის 16 ივნისს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივნისთვის დაბრუნებულია საინკასო დავალებით ჩამოწერილი თანხა 144 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"დ".
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის N 916 ბრძანება.