ბრძანება N 2272

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.02.2024
№ დოკუმენტი 2272
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2272

07 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -----)

(მის.: ------)

2024 წლის 23 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 23 იანვრის №10431/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №261-29 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების აქტით დარიცხვა განხორციელდა ზუსტად იმ ოპერაციებზე, რაზეც დაერიცხათ შპს „----------“ დაკავშირებულ კომპანიებს დღგ-ის ნაწილში. შესაბამისად, სახეზეა დუბლირებული, იდენტური ტიპის დარიცხვა. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №8429 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი---------- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5750 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №8429 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 21 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 25 დეკემბრის №261-29 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „----------“ 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში მიღებული აქვს მომსახურება შემდეგი საწარმოებისაგან: შპს „--------“, შპს „--------“, შპს „---------“, შპს „----------“ და შპს „----------“, შესაბამისად ზემო ჩამოთვლილი კომპანიებისაგან შპს „----------“ მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს სულ 150 662 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „------------“ მიერ, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში, დარიცხული ხელფასი შეადგენს სულ 6 000 ლარს, რომელიც გაცემულია ფ/პ ---------. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას 2020 წლის 21 სექტემბრის წერილით შემდეგი კომპანიებისაგან შპს „----------“, შპს „----------“, შპს „---------“, შპს „---------“ და შპს „------------“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „------------“ შესრულებული სამუშაოს, დაქირავებული მუშახელისა და შპს „-------------“ მიერ მათთვის ანაზღაურებული თანხების შესახებ, აღნიშნულ კომპანიებს კი აუდიტის დეპარტამენტისათვის მსგავსი ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების ეტაპზე არ მოუწოდებიათ.

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა გარკვეული ინფორმაცია დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია არასრულად. ამასთან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიმდინაროებს გამოძიება კომპანიების მიერ გამოწერილი და ჩათვლილი ანგარიშ ფაქტურების სიყალბის დადგენის მიზნით. 2023 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც გადამხდელზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებრა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს „----------“ მიღებული აქვს მომსახურება სხვადასხვა საწარმოსგან, შესაბამისად, შპს „----------“ მიერ, ამ საწარმოებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს სულ 150 662 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „------------“ მიერ, შესამოწმებელ პერიოდში, დარიცხული ხელფასი შეადგენს სულ 6 000 ლარს. შემოწმების მიერ განხორციელდა ინფორმაციის გამოთხოვა ზემოხსენებული მომსახურების გამწევი კომპანიებისგან შპს „------------“ შესრულებული სამუშაოს, დაქირავებული მუშახელისა და შპს „--------------“ მიერ მათთვის ანაზღაურებული თანხების შესახებ, აღნიშნულ კომპანიებს აუდიტის დეპარტამენტისთვის მსგავსი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა გარკვეული ინფორმაცია დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია არასრულად. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების აქტით დარიცხვა განხორციელდა ზუსტად იმ ოპერაციებზე, რაზეც დაერიცხათ

შპს-ს დაკავშირებულ კომპანიებს დღგ-ის ნაწილში. შესაბამისად, სახეზეა დუბლირებული, იდენტური ტიპის დარიცხვა. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანს 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში მომჩივანს მიღებული აქვს მომსახურება საწარმოებისგან. მომჩივანის მიერ, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხის და საანგარიშო პერიოდში, დარიცხული ხელფასის სისწორის ოდენობის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა გარკვეული ინფორმაცია დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია არასრულად. ამასთან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიმდინაროებს გამოძიება კომპანიების მიერ გამოწერილი და ჩათვლილი ანგარიშ ფაქტურების სიყალბის დადგენის მიზნით. 2023 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც გადამხდელზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებრა კორექტირებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21);