ბრძანება N 23421

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 11.08.2020
№ დოკუმენტი 23421
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 23421

11/08/2020

შპს -----

(მის.: ქ. -------)

2020 წლის 26 თებერვლის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს -------- ს 2020 წლის 26 თებერვლის №49701/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №006-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №006-14 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქმე №3/1261-20) აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს, წარმოდგენილი საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტისა და 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №006-14 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს, წარმოდგენილი საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301,,ი“