ბრძანება N 25561
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25561
06 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 21 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ----) 2024 წლის 21 ნოემბრის №24318/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ოქტომბრის №045-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული პოზიცია/არგუმენტაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 სექტემბრის №20376 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 12 და 22 აგვისტოს საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიქსირებული სტატუსის მქონე პირისგან მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება საქონლის შეძენა ან მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ ან/და საქონლის შესაძენად გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 სექტემბრის №20376 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 23 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით დარიცხული თანხა შემცირდა სულ 229 052 ლარით, მათ შორის, გადასახადი 153 001 ლარით და ჯარიმა 76 051 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 ოქტომბრის №045-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 სექტემბრის №20376 ბრძანების საფუძველზე შემცირებას დაექვემდებარა ფიქსირებული სტატუსის მქონე პირისგან მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის შემცირება;
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შპს „----თან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „---ს“ შპს „---თვის“ --- და ---- საკადასტრო კოდებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე უნდა განეხორციელებინა ნაწილობრივ ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გახარჯული მასალების დამატებით სამშენებლო მომსახურებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას);
გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული კაპიტალის ნაშთის შემცირება, რაზეც წარმოადგინა ახსნა-განმარტება. შემოწმების მიერ შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული კაპიტალი, რამაც გამოიწვია სალაროს ნაშთის შემცირება და დაკორექტირდა სალაროს არაგონივრული ნაშთის საფუძვლით დარიცხული თანხებიც;
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საქონლის შეძენისა და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, შესყიდვის აქტები, მომსახურების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარებები. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შემცირდა აღნიშნულის ფარგლებში გადახდილი თანხებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, შემცირდა მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები;
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ უმეტეს შემთხვევაში კომპანიას თვიურად სამივლინებო ხარჯები გაწეული აქვს ისეთ პირებზე, რომლებზეც იმავე პერიოდში (თვეებში) არ ფიქსირდება სახელფასო განაცემები. სამივლინებო ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ისეთ პირებზე გაცემული თანხები, რომლებზეც ამავდროულად ფიქსირდებოდა სახელფასო განაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შემცირება ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, კერძოდ, დარიცხული თანხები შემცირდა სულ 229 052 ლარით, მათ შორის, გადასახადი 153 001 ლარით და ჯარიმა 76 051 ლარით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში არ არის წარმოდგენილი გადამხდელის პოზიცია და არგუმენტაცია სადავო საკითხებთან დაკავშირებით. არ არის მითითებული, თუ რა ნაწილში განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება არამართლზომიერად. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული პოზიცია/არგუმენტაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე შემცირებას დაექვემდებარა ფიქსირებული სტატუსის მქონე პირისგან მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ხელშეკრულების ფარგლებში გახარჯული მასალების დამატებით სამშენებლო მომსახურებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას);
შემოწმების მიერ შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული კაპიტალი, რამაც გამოიწვია სალაროს ნაშთის შემცირება და დაკორექტირდა სალაროს არაგონივრული ნაშთის საფუძვლით დარიცხული თანხებიც;
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საქონლის შეძენისა და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, შესყიდვის აქტები, მომსახურების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარებები. ასევე წარმოადგინა დოკუმენტაცია სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, შემცირდა მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები;
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.