გადაწყვეტილება №23902/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.10.2024
№ დოკუმენტი 23902/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23902/2/2024

02 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -----------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის 11.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23902/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №081-177 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.09.2024 წლის №20056 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 309 301,58 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 173 491

დღგ - 35 140

მოგების გადასახადი - 3 465

საშემოსავლო გადასახადი - 130 968

ქონების გადასახადი - 3 918

ჯარიმა - 82 776

საურავი - 53 034,58

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის 4.05.2023 წლის №9817 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:

- შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, გადამხდელი დაჯარიმებულია ორჯერ, ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტზე გადარიცხულია სატრანსპორტო მომსახურების თანხები. პირს, აღნიშნულ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი აქვს მხოლოდ 2020 წლის აგვისტოს თვეში, თუმცა გადახდები განხორციელებულია სხვა პერიოდებშიც. შესაბამისად, შემოწმების მიერ, ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხები, საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა, შემოწმების მიერ, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №32054 ბრძანება და 20.12.2023 წლის №081-327 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2024 წლის 22 და 30 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან (არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის ცნობები);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევლა, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან (ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრულ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დადგენილ ოდენობასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.06.2024 წლის №22443/2/2024 (27.06.2024წ. 03/49404) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 15.07.2024 წლის №16666 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან (მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებასთან) დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 28.06.2024 წელს შედგენილია დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა რომ გადაანგარიშების შედეგად შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სულ 519 865 ლარით, მათ შორის გადასახადი 347 492 ლარით და ჯარიმა 172 373 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №17307 ბრძანება და ამავე თარიღის №081-177 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 6.08.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.09.2024 წლის №20056 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი რეზიდენტობის ცნობები. აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება (დანართი №8) და ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გამოკლებულ იქნა არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი თანხის 75% (ბანკში გადახდილი თანხის გამოკლებით). შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდზე შემმოწმებლებმა მოამზადეს ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი და დაადგინეს ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ფულადი ნაშთის დადგენის დროს შემმოწმებლის მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული არარეზიდენტი საწარმოსაგან იმპორტირებული საქონლის ღირებულება. საჩივარს თან ერთვის შედარების აქტი, რომლითაც არარეზიდენტი საწარმო ადასტურებს, რომ მის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება შესამოწმებელი პერიოდში სრულად არის გადახდილი. შესაბამისად აღნიშნული თანხებით უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი. სამწუხაროდ შემმოწმებელმა ჩათვალა მხოლოდ ღირებულების 75%.

ითხოვს წარმოდგენილი შედარების ცხრილის და შემოსავლების სამსახურში ახალი პრაქტიკის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობს შემმოწმებელთან იმპორტით შეძენილ საქონელზე მას სრულად ეთვლება შეძენილი საქონლის ღირებულება, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სრულად ჩათვალოს იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულება.

ამასთან, საწარმოს 2020 წლის იანვარ-თებერვლის თვეში შპს „------საგან“ მიღებული აქვს ორი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა 216 355.5 ლარის ღირებულების. საწარმოს მიერ გადახდილია ანგარიშფაქტურებში მითითებული თანხები, თუმცა აუდიტის დეპარატმენტს აღნიშნული თანხები არა აქვთ გათვალისწინებული სალაროს ფულის ნაშთის დათვლისას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან (არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის ცნობები);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევლა, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან (ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრულ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დადგენილ ოდენობასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 28.06.2024 წელს შედგენილი დასკვნის მიხედვით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი რეზიდენტობის ცნობების შესწავლის შედეგად შემოწმების მიერ შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. აგრეთვე, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება (დანართი №8). ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გამოკლებულ იქნა არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი თანხის 75% (ბანკში გადახდილი თანხის გამოკლებით).

მომჩივნის განმარტებით, საჩივარს თან ერთვის შედარების აქტი, რომლითაც არარეზიდენტი საწარმო ადასტურებს, რომ მის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება შესამოწმებელი პერიოდში სრულად არის გადახდილი. შესაბამისად აღნიშნული თანხებით უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი. სამწუხაროდ შემმოწმებელმა ჩათვალა მხოლოდ ღირებულების 75%. ითხოვს წარმოდგენილი შედარების ცხრილის და შემოსავლების სამსახურში ახალი პრაქტიკის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობს შემმოწმებელთან იმპორტით შეძენილ საქონელზე მას სრულად ეთვლება შეძენილი საქონლის ღირებულება, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სრულად ჩათვალოს იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.

საბჭოს მიაჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.09.2024 წლის №20056 ბრძანება;

3. იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №9817 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:

- შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, გადამხდელი დაჯარიმებულია ორჯერ, ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტზე გადარიცხულია სატრანსპორტო მომსახურების თანხები. პირს, აღნიშნულ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი აქვს მხოლოდ 2020 წლის აგვისტოს თვეში, თუმცა გადახდები განხორციელებულია სხვა პერიოდებშიც. შესაბამისად, შემოწმების მიერ, ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხები, საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა, შემოწმების მიერ, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32054 ბრძანება და №081-327 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №4618 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

-არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის ცნობები);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევლა, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრულ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დადგენილ ოდენობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №4618 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.06.2024 წლის №22443/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №4618 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის №16666 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებასთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 28.06.2024 წელს შედგენილია დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა რომ გადაანგარიშების შედეგად შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №17307 ბრძანება და №081-177 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №20056 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 104(„გ“); 134(1,,გ“ „ე“);