ბრძანება N 18825

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.08.2025
№ დოკუმენტი 18825
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

25 აგვისტო 2025

N 18825

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----)

(მის.:-------)

2025 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 69) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 8 აგვისტოს N 97443/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის N 188796 სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის N 188796 სამართალდარღვევის ოქმს, თუმცა არგუმენტაცია არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის N -----/----- წერილის საფუძველზე, შპს „-----“ (ს/ნ -----) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოთხოვილ იქნა 2022 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 01 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია; ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (ელექტრონული დანართის შესაბამისად); ცნობა საბანკო დაწესებულება(ებ)ში გახსნილი ანგარიშების შესახებ და აღნიშნული ანგარიშებიდან ამონაწერები ბანკის/ბანკების მიერ დამოწმებული სახით, ასევე, ამონაწერის ელექტრონული ვერსია. ასევე, ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული წარმოების შემთხვევაში, პროგრამის ასლი. ინფორმაციის წარმოდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში. 2025 წლის 19 ივნისის N -----/----- წერილი გადამხდელს ჩაბარდა 2025 წლის 21 ივნისს, თუმცა მითითებულ ვადაში გადამხდელს მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია სრულად, კერძოდ, არ წარადგინა ბუღალტრული პროგრამის ასლი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიმართ 2025 წლის 7 ივლისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N 188796.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია 2025 წლის 19 ივნისის N -----/----- წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად. კერძოდ, არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამის ასლი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის N 188796 სამართალდარღვევის ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დაევალა სრული სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში. გადამხდელს წერილი ჩაბარდა 2025 წლის 21 ივნისს, თუმცა მითითებულ ვადაში გადამხდელს მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია სრულად, კერძოდ, არ წარადგინა ბუღალტრული პროგრამის ასლი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია მათივე მიერ წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად. კერძოდ, არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამის ასლი. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 43.