N 34331 - 01/11/2021 - „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 01.11.2021
№ დოკუმენტი 34331
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №34331

2021 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანების:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.“

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს:

ა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება.

ბ) გადასახადის გადამხდელის დამფუძნებელი პარტნიორის საგადასახადო დავალიანება ან/და გადასახადის გადამხდელის დამფუძნებელი პარტნიორის მიერ დაფუძნებული სხვა საწარმოს საგადასახადო დავალიანება.

52. ამ ბრძანების 51 პუნქტის მიზნებისათვის საგადასახადო ორგანო განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების და დამფუძნებელი პარტნიორის წილობრივი მონაწილეობის ოდენობას საწარმოში, რა შემთხვევაშიც, პირს არ მიენიჭება კვალფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე