ბრძანება N 3793
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3793
19 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“
(ს/ნ ---) (მის.: ---) 2026 წლის 21 იანვრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 21 იანვრის №100130/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №007-384 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა. საწარმოს ბალანსზე არსებულ ხეხილის ბაღში მოსავალი არ მოვიდა რთული მეტეოროლოგიური პირობების და სხვა გარემოებების გამო, რამაც საწარმოს შეუქმნა რთული მატერიალური მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვლის №2402 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 დეკემბრის №28127 ბრძანება და ამავე თარიღის №007-384 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 92 405 ლარი, მათ შორის, გადასახადი 48 296 ლარი, ჯარიმა 27 716 ლარი, საურავი 16 393 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღგ-ის 2024 წლის ივლისის დეკლარაციის მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 66 229 ლარს, 2024 წლის ნოემბრის თვეში - 63 131 ლარს, 2024 წლის დეკემბრის თვეში - 91 441 ლარს.
შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტები და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ინფორმაცია, რის შედეგადაც შემოწმების მიერ დადგენილმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა შესაბამისად, 2024 წლის ივლისში 70 466 ლარი, ნოემბრის თვეში - 63 640 ლარი, დეკემბრის თვეში - 92 204 ლარი, სხვაობა შეადგენს ჯამურად 5 509 ლარს, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ საწარმოს დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით სრულად არ დაუბეგრავს თვეების შესაბამისად ივლისში ეა--, ნოემბერში ეა----, დეკემბერში ეა---- ანგარიშ-ფაქტურებით მიწოდებული საქონლის ღირებულება. ამასთან, 2024 წლის სექტემბრის თვეში საწარმოს მიერ განხორციელებულია ადგილობრივი ჩასათვლელი ოპერაციებია 9 875 ლარის ოდენობის. კომპანიამ 2024 წლის სექტემბრის თვეში შპს „--ის“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ავ---- ჩაითვალა 6 000 ლარი, აღნიშნული განხორციელებულია სწორად. შემდგომ პერიოდში ზემოთ აღნიშნული ჩათვლის ანგარიშფაქტურა მომწოდებელმა განაშთა 2024 წლის ნოემბრის თვეში ანგარიშ-ფაქტურით ეა-----ით. შპს „---მა“ 2024 წლის ნოემბრის ჩათვლებს არ გააკლო წინა საანგარიშო (სქტემბრის) თვეში ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩასათვლელი თანხა 6 000 ლარი. შესაბამისად, 2024 წლის ნოემბრის თვის ჩასათვლელ თანხებზე გასაკლებია 6 000 ლარი.
ასევე, საწარმოს 2023 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში საბაჟო დეკლარაციით №--, საფოსტო გზავნილით №--- არ აქვს ჩათვლილი დღგ-ში დამატებით 7247 ლარი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოვლენილ სხვაობაზე 5 509 ლარზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციისა და ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობები გაცემულ ხელფასებსა და მის მიერ დადეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადს შორის. ბანკიდან რამოდენიმე შემთხვევაში, კერძოდ 2023 წლის ნოემბრის თვეში გაცემულია სახელფასო განაცემის თანხა ფ/პ ---ზე 1 000 ლარი, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გაცემულია შესაბამისად 6 000 და 70 000 ლარი ფ/პ ---ზე, რაზედაც საშემოსავლო გადასახადი არ არის დაკავებული. საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში 2023 წელში უფიქსირდება ბუღალტული გარტარება დებეტი 1612 კრედიტი 3160/1/00001. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს საწარმოს დამფუძნებლის და დირექტორის საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ანგარიშს, საიდანაც ფარავს სხვადასხვა კრედიტორულ დავალიანებებს. აღნიშნული ანგარიშის დებეტში გატარებით 2023 წელში ჩამოწერა 180 000, შედგენილია შესყიდვის აქტები დირექტორიდან სხვადასხვა საქონლის შესყიდვის. აღნიშნული საქონელის შესყიდვა ფიქსირდება საწარმოს ადგილობრივ შეძენებსა და განხორციელებულ იმპორტებში. შედეგად, დგინდება, რომ საწარმომ არასწორად ჩამოაწერა ვალდებულება ანგარიშვალდებულ პირს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მათ შორის, ჩამოწერილი თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცეულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა. საწარმოს ბალანსზე არსებულ ხეხილის ბაღში მოსავალი არ მოვიდა რთული მეტეოროლოგიური პირობების და სხვა გარემოებების გამო, რამაც საწარმოს შეუქმნა რთული მატერიალური მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტები და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ინფორმაცია, რის შედეგადაც შემოწმების მიერ დადგენილმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა შესაბამისად, 2024 წლის ივლისში 70 466 ლარი, ნოემბრის თვეში - 63 640 ლარი, დეკემბრის თვეში - 92 204 ლარი, სხვაობა შეადგენს ჯამურად 5 509 ლარს, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ საწარმოს დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით სრულად არ დაუბეგრავს თვეების შესაბამისად ანგარიშ-ფაქტურებით მიწოდებული საქონლის ღირებულება. ამასთან, 2024 წლის სექტემბრის თვეში საწარმოს მიერ განხორციელებულია ადგილობრივი ჩასათვლელი ოპერაციებია 9 875 ლარის ოდენობის. კომპანიამ 2024 წლის სექტემბრის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ავ ჩაითვალა 6 000 ლარი, აღნიშნული განხორციელებულია სწორად. შემდგომ პერიოდში ზემოთ აღნიშნული ჩათვლის ანგარიშფაქტურა მომწოდებელმა განაშთა 2024 წლის ნოემბრის თვეში ანგარიშ-ფაქტურით. 2024 წლის ნოემბრის ჩათვლებს არ გააკლო წინა საანგარიშო (სქტემბრის) თვეში ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩასათვლელი თანხა 6 000 ლარი. შესაბამისად, 2024 წლის ნოემბრის თვის ჩასათვლელ თანხებზე გასაკლებია 6 000 ლარი.
ასევე, საწარმოს აგვისტოს და სექტემბრის თვეში საბაჟო დეკლარაციით, საფოსტო გზავნილით არ აქვს ჩათვლილი დღგ-ში დამატებით 7247 ლარი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოვლენილ სხვაობაზე 5 509 ლარზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა .
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციისა და ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობები გაცემულ ხელფასებსა და მის მიერ დადეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადს შორის. დგინდება, რომ საწარმომ არასწორად ჩამოაწერა ვალდებულება ანგარიშვალდებულ პირს. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მათ შორის, ჩამოწერილი თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცეულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7).