გადაწყვეტილება №24063/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24063/2/2024
10 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 7.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24063/2/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 4.04.2024 წლის №22127/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 ოქტომბრის №005-143 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 16 876 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 9 570
ჯარიმა - 4 785
საურავი - 2 521
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №25079 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც არ აქვს გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №32057 ბრძანება და 20 დეკემბრის №005-214 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 15 946 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 21 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 24 იანვრის №948 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 1.02.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.04.2024 წლის №22127/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სრულად შეისწავლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განხორციელებული ოპერაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 4.04.2024 წლის №22127/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.09.2024 წლის დასკვნა, 30.09.2024 წლის №21317 ბრძანება და 1.10.2024 წლის №005-143 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის თებერვლის დეკლარაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 2022 წლის 4 აგვისტოს მოხდა საქონლის მიწოდება. ეა------- ანგარიშ-ფაქტურა მომჩივანს სრულად აქვს დაბეგრილი 2022 წლის აგვისტოს დეკლარაციაში. 2023 წლის იანვარში მოხდა ნაწილი საქონლის უკან დაბრუნება, რომელზეც კორექტირების ანგარიშ-ფაქტურაც აქვს გამოწერილი, მაგრამ დადასტურებული არ არის. ამავე წლის თებერვლის თვეში აქვს ისევ ნაწილი საქონლის მიწოდება, რადგან სრული რაოდენობით არ ჰქონდათ მიწოდება, შემდეგი ფაქტურების დადასტურება არ მომხდარა. ეს ოპერაციები, რადგან 2023 წელში იყო, ელოდებოდა სრულად მიწოდებას და შემდეგ დეკლარაციის დაზუსტებას. იანვარში შესაბამისად დღგ-ის დეკლარაციაც არ აქვს შემცირებული და დაზუსტებული. ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი 2022 წლის აგვისტოში ამ ოპერაციის დღგ. მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაგზავნილი ფაქტურები 2022-2023 წლებში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 4.04.2024 წლის №22127/2/2024 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სრულად შეისწავლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განხორციელებული ოპერაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა სრულად შეისწავლა კომპანიის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განხორციელებული ოპერაცია, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება შემცირებას შემდეგ გარემოებათა გამო: გადასახადის გადამხდელმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 4 აგვისტოს მიაწოდა საქონელი, რაზეც გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დაბეგრა დღგ-ით. 2023 წლის იანვარში მოხდა მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნება (რაზეც გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). აღნიშნული ოპერაციის შემდეგ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის იანვარში უნდა შეემცირებინა დღგ-ის ბრუნვა. 2023 წლის თებერვალში პირმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ მიაწოდა უკან დაბრუნებული საქონლის ნაწილი, მაგრამ არ დაბეგრა დღგ-ით. ვინაიდან საგადასახადო შემოწმება ამ ოპერაციასთან დაკავშირებით მხოლოდ 2023 წლის თებერვალს მოიცავდა, შემოწმების შედეგად დღგ-ით დაიბეგრა 2023 წლის თებერვალში შსს-სთვის მიწოდებული საქონელი და დაეკისრა ჯარიმა. საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ მოხერხდა კორექტირების ფაქტურის საფუძველზე 2023 წლის იანვარში დღგ-ის თანხის შემცირება, რადგან შემოწმების ბრძანება არ მოიცავს 2023 წლის იანვრის შემოწმებას. აღნიშნული ოპერაცია (დღგ-ის შემცირება) თავად უნდა განახორციელოს გადასახადის გადამხდელმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უცვლელად დარჩა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დავების განხილვის საბჭოს 4.04.2024 წლის №22127/2/2024 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. საბჭო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განხორციელებული ოპერაციის სრულად შესწავლა გულისხმობს, რომ თემატურმა შემოწმებამ უნდა მოიცვას ამ ოპერაციის პერიოდები სრულად და დარიცხული თანხების კორექტირება უნდა განხორციელდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით.
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დავების განხილვის საბჭოს 4.04.2024 წლის №22127/2/2024 გადაწყვეტილება აღასრულოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. კერძოდ, შეისწავლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განხორციელებული ოპერაციის პერიოდები სრულად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განხორციელებული ოპერაციის პერიოდები სრულად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავების განხილვის საბჭოს 4.04.2024 წლის №22127/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც არ აქვს გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცემული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 24 იანვრის №948 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 1.02.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.04.2024 წლის №22127/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დავების განხილვის საბჭოს 4.04.2024 წლის №22127/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განხორციელებული ოპერაციის პერიოდები სრულად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275(5)