გადაწყვეტილება №21996/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21996/2/2024
02 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: (უსფ) შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024, 28.03.2024, 30.05.2024, 26.12.2025, 29.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება (უსფ) შპს „----------“ 16.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21996/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში, მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად;
2. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გამოცემის თარიღის შემდგომ წარმოშობილი საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №094-86 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33812 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 4 846 551.92 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 3 128 765
ჯარიმა - 1 265 972
საურავი - 451 814.92
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება, აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 2023 წლის 9 ოქტომბრის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 10 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №28009 ბრძანება და №094-86 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33812 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №094-86 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33812 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებულია 26.01.2026 წლის №26/25 საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის 3.3 პუნქტის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 15 ივლისის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 592 000 ლარით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში, მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად;
2. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გამოცემის თარიღის შემდგომ წარმოშობილი საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებულია 26.01.2026 წლის №26/25 საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის 3.3 პუნქტის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 15 ივლისის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 592 000 ლარით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ო)