ბრძანება N 11299
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11299
22 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------ის (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: --------------------;
იურ. მის.: ----------------------)
2026 წლის 7 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა ი/მ ---------ის (ს/ნ --------------) 2026 წლის 7 მაისის №102237/1/2026 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №046-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანება. მიუთითებს, რომ შემოწმებას დაევალა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგებზე დღგ-ის ჩათვლა, რაც არ იქნა გათვალისწინებული. განმარტავს, რომ შემოწმების პროცესშივე იყო გადაგზავნილი შესაბამისი გაანგარიშების ცხრილი, რაც ეცნობა კიდეც შემოწმებას.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს თავდაპირველ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების აქტი გამოცემულია 2025 წლის 27 ნოემბერს, ხოლო დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ 2026 წლის 20 მარტს. ამ პერიოდამდე კი, 2025 წლის 7 ნოემბერსა და 2025 წლის 10 ნოემბერს გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, კერძოდ, 2022 წლის მარტში, 2022 წლის სექტემბერსა და 2023 წლის სექტემბერში განხორციელებულ საქონლის შეძენაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელიც მის მიერ არც დღეის მდგომარეობით არის დაკავშირებული დეკლარაციასთან და შესაბამისად, არ განხორციელებულა დღგ-ის ჩათვლა. ასევე, მიუთითებს, რომ 2022 წლის აპრილში უფიქსირდება ორი საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც მას ასევე არ მიუღია ჩათვლა. აცხადებს, რომ 2022- 2023 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურითა და საბაჟო დეკლარაციით მიღებული ჩასათვლელი დღგის თანხა სულ შეადგენს 29 798 ლარს. შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №3099 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ---------ის (ს/ნ --------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „ი/მ ---------ის (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №3099 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 20 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად ი/მ ---------ს (ს/ნ --------------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 2 927 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 3 აპრილის №046-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებითა და აქსესუარებით. პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2017 წლის 15 მაისიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 22 მაისიდან. 2021 წლის პირველი ივლისიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. მეწარმე არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ ყოფილა მიწოდებული ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისა და საქონლის მოძრაობის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საჩივარში გამოთქმული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ამ ნაწილში გადამხდელზე დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება არ მომხდარა.
შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პირველად თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 15 სექტემბერი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ მიღებული და დადასტურებული აქვს ჩათვლის დოკუმენტი, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-----, დღგ-ის თანხით 2 927 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა გადაანგარიშების დასკვნა, სადაც ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება და ჩათვლებში აისახა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში შეძენილ საქონელზე კუთვნილი დღგ-ის თანხა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხებთან დაკავშირებით, შემოწმებას ვერ წარუდგინა საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დამატებითი დარიცხული თანხების კორექტირება ვერ განხორციელდა. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ, გადასახადის გადამხდელს მიღებული და დადასტურებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, დღგ-ის თანხით 2 927 ლარი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუთვალისწინებლობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი საჩივარში გამოთქმული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება ვერ განხორციელდა.
ამათან, გადასახადის გადამხდელმა საქმის განხილვის მიმდინარეობისას წარმოადგინა გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც მოცემული ცხრილი შეიცავს მხოლოდ ჯამურ მონაცემებს და რაოდენობრივად არ იშიფრება საქონელი, შესაბამისად, ვერ გახდება საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №3099 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის ს №3099 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 20 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 2 927 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №046-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);