გადაწყვეტილება №23623/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23623/2/2024
30 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: (უსფ) შპს ---ში (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.12.2025 და 29.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება (უსფ) შპს --- საქართველოშის 2.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23623/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის №006-257 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17217 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 224 573.35 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 2 222 351
საურავი - 2 222.35
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში. აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 12.10.2023 წლის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვის სისწორის განსაზღვრის მიზნით 1.01.2023 წლიდან 31.01.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე, აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2024 წლის №6546 და 29.04.2024 წლის №9897 ბრძანებების საფუძველზე, განხორციელდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 3.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №13248 ბრძანება და 5.06.2024 წლის №006-257 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.07.2024 წლის №17217 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №2302 განკარგულების საფუძველზე, მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2026 წლის 22 იანვარს გაფორმებული №26/20 საგადასახადო შეთანხმების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს, 2025 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა 1 000 000 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში. აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 12.10.2023 წლის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვის სისწორის განსაზღვრის მიზნით 1.01.2023 წლიდან 31.01.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე, განხორციელდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ო).