ბრძანება N 17601
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17601
05 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 11 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №96782/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №005-129 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის განსაზღვრასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების დასკვნაში არ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები და გარემოებები, არ მოახდინა მათი შესწავლა-ანალიზი. მიუთითებს, რომ კომპანიას 2014 წლის 30 ივლისს შეძენილი აქვს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი 1020 კვ.მ., აღნიშნულზე 2014 წლის 30 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და ღირებულებას შეადგენს 1 076 161 ლარს, რომელიც გადამხდელის განცხადებით გადახდილია ხელმოწერისთანავე. ასევე, შპს ,,-------“ 2015 წლის 21 სექტემბერს შეიძინა არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართი 1914 კვ.მ, ღირებულებით 1 914 500,0 აშშ დოლარი. ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და ღირებულება გადახდილია ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. ორივე მიწის ნაკვეთი შეძენის ღირებულება შეადგენს 5 764 963,0 ლარს. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული ხარჯი დამფუძნებლის პირადი შენატანებით იყო გაწეული და კაპიტალში შენატანად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, როდესაც შპს ,,-------“ 2020 წლის 8 ივნისს მოახდინა ორივე მიწის ნაკვეთის რეალიზაცია 2 850 000 აშშ დოლარად ( 8 425 170 ლარად), მას უნდა გამოკლებოდა ორივე მიწის ნაკვეთის შეძენის ღირებულება - 5 764 963 ლარი და სხვაობის თანხა დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით.
2. მომჩივანი არ ეთანხმება მის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივნის განმარტებით, მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობები არ იყო განთავსებული და თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, გაკეთებული იყო მხოლოდ განშლა. აღნიშნავს, რომ მყიდველის ინტერესს წარმოადგენდა არა შენობა- ნაგებობები, არამედ მხოლოდ მიწის ნაკვეთი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3373 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 2 თებერვლის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ ფულის ნაშთის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3373 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 27 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 8 ივლისის №005-129 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 თებერვლის №3373 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამად, შესწავლილ იქნა გადამხდელის მტკიცებულებები და ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით კომპანიის საკუთარი კაპიტალის ნაშთი 31.12.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 0 ლარს. ასევე, არგუმენტაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გადამხდელისგან იქნა მოთხოვნილი საბანკო ამონაწერები სრულ პერიოდზე, რაც არაა წარმოდგენილი. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მტკიცებულებები და ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით კომპანიის საკუთარი კაპიტალის ნაშთი 31.12.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 0 ლარს. ასევე, არგუმენტაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გადამხდელისგან იქნა მოთხოვნილი საბანკო ამონაწერები სრულ პერიოდზე, რაც არაა წარმოდგენილი. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3373 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის განსაზღვრასას აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების დასკვნაში არ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები
2. მომჩივანი არ ეთანხმება მის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მტკიცებულებები და ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით კომპანიის საკუთარი კაპიტალის ნაშთი 31.12.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 0 ლარს. ასევე, არგუმენტაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გადამხდელისგან იქნა მოთხოვნილი საბანკო ამონაწერები სრულ პერიოდზე, რაც არაა წარმოდგენილი. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3373 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)