გადაწყვეტილება №22484/2/2024
📄 სრული ტექსტი
№ 22484/2/2024
11 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 5.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22484/2/2024).
დავის საგანი:
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის ID:--------- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 მარტის №4745 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
2024 წლის 31 იანვარს მომჩივანმა წარადგინა განცხადება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის ID:--------- გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის 15 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 4 მარტის №4745 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველ, მე-2 მუხლებზე და ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის ID:--------- გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომხმარებლების დაკვეთით ახორციელებს საქონლის იმპორტს --------------. ტვირთი განბაჟების შემდგომ პირდაპირ მიდის დამკვეთის ობიექტზე, სადაც ხდება ტვირთის შეფასება და ანგარიშსწორება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.
ვინაიდან ეწევა ტვირთის იმპორტს, იმპორტირებულ ტვირთზე აქვს წინასწარ გადახდილი დღგ-ის თანხა (დაახლოებით 140 000 ლარი), ხოლო კვალიფიკაციაზე უარის გამო ვერ უგზავნის მომხმარებლებს ანგარიშ-ფაქტურას, რაც პრობლემებს უქმნის მომხმარებლებთან ურთიერთობაში და უწევს დღგ-ის თანხის ორჯერ გადახდა, პირველი საბაჟოზე და მეორე მომხმარებლებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები სრულად იქნა მიწოდებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მომჩივანი ითხოვს მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.03.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2024 წლის 31 იანვარს მომჩივანმა წარადგინა ელექტრონული განცხადება - ID--------- კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოხდა კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიება. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 5 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2023 წლის 21 დეკემბერს. კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და საკითხის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის მასალის რეალიზაცია. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, ფიქსირდება დახერხილი ხის მასალის იმპორტი, მიღებული/გაწერილი ზედნადები ხე-ტყის ოპერაციებზე. სატელეფონო კომუნიკაციისას მომჩივანმა განაცხადა, რომ საწარმოს არ გააჩნდა ობიექტი და შეძენილი/იმპორტირებული საქონელი სრულად ჰქონდა რეალიზებული. წარდგენილი დოკუმენტების და დამატებით მოძიებული ინფორმაციის შესწავლის მიზნით საჭირო გახდა კომპანიის დირექტორთან შეხვედრა. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის განსაზღვრული ობიექტი, საწარმოს დირექტორი - ---------- შეხვედრის მიზნით 2024 წლის 9 თებერვალს დაბარებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შეთანხმების მიუხედავად, კომპანიის დირექტორი არ გამოცხადდა შემოსავლების სამსახურში დათქმულ დროს და განცხადების განხილვის პერიოდის დასრულებამდე არაერთი სატელეფონო კომუნიკაციის მცდელობის მიუხედავად არ პასუხობდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ტელეფონის ნომერზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მომხმარებლების დაკვეთით ახორციელებს საქონლის იმპორტს ---------. ტვირთი განბაჟების შემდგომ პირდაპირ მიდის დამკვეთის ობიექტზე, სადაც ხდება ტვირთის შეფასება და ანგარიშსწორება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ვინაიდან ეწევა ტვირთის იმპორტს, იმპორტირებულ ტვირთზე აქვს წინასწარ გადახდილი დღგ-ის თანხა (დაახლოებით 140 000 ლარი), ხოლო კვალიფიკაციაზე უარის გამო ვერ უგზავნის მომხმარებლებს ანგარიშ-ფაქტურას, რაც პრობლემებს უქმნის მომხმარებლებთან ურთიერთობაში და უწევს დღგ-ის თანხის ორჯერ გადახდა, პირველი საბაჟოზე და მეორე მომხმარებლებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები სრულად იქნა მიწოდებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 მარტის №4745 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 5 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2023 წლის 21 დეკემბერს. კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და საკითხის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის მასალის რეალიზაცია. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, ფიქსირდება დახერხილი ხის მასალის იმპორტი, მიღებული/გაწერილი ზედნადები ხე-ტყის ოპერაციებზე.
2024 წლის 31 იანვარს მომჩივანმა წარადგინა განცხადება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანებას