გადაწყვეტილება №27592/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.07.2026
№ დოკუმენტი 27592/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№27592/2/2026

01 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--- ს“ 16.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27592/2/2026).

 

დავის საგანი:

დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.05.2026 წლის ID:--- გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2025 წლის №11759 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ტექსტილით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2026 წლის 16 იანვარს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 10 მარტს. ეკონომიკური საქმიანობის განხორცილების ადგილია ქ. ---, რომელზეც რეგისტრირებულია ერთი ს.ს.ა აპარატი. 2026 წლის 28 აპრილს, შემოსავლების სამსახურს წარედგინა შპს „---ის“ განცხადება (ID ---) დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.05.2026 წლის ID: ---გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11759 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და არ ეფუძნება საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ შეფასებას. პირველ რიგში, საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის უარყოფილი საზოგადოების მიერ განხორციელებული იმპორტის რეალურობა, სახელმწიფო ბიუჯეტში 415 433 ლარის დღგ-ის გადახდის ფაქტი, საქონლის რეალიზაციის განხორციელება ან საზოგადოების მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელება. პირიქით, თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს, რომ საზოგადოების მიერ განხორციელებულია 2 587 661 ლარის ღირებულების ტექსტილის იმპორტი, რაც გამორიცხავს კომპანიის ფიქტიურ ხასიათს და ადასტურებს რეალური ეკონომიკური საქმიანობის არსებობას. საგადასახადო ორგანო ასევე მიუთითებს, რომ ვიზიტის დროს ადგილზე აღმოჩენილი საქონლის რაოდენობა არაგონივრულად დაბალი იყო განხორციელებული იმპორტის მოცულობასთან შედარებით. თუმცა აღნიშნული დასკვნა ეფუძნება მხოლოდ ვიზუალურ შეფასებას და არა ინვენტარიზაციის შედეგებს. საზოგადოების მიმართ არ ჩატარებულა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, არ განხორციელებულა საქონლის რაოდენობრივი გადათვლა და არ მომხდარა მარაგების პროგრამული აღრიცხვის მონაცემების სრულყოფილი შესწავლა. შესაბამისად, მხოლოდ ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე გაკეთებული დასკვნა ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანო უთითებს დღგ-ის დეკლარაციებში ასახულ ბრუნვასა და საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვას შორის სხვაობაზე, თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული არც ერთი კონკრეტული ოპერაცია, რომელიც მიჩნეულია ფიქტიურად, არ არის დადგენილი შემოსავლის დაფარვის ფაქტი და არ არის განსაზღვრული რაიმე საგადასახადო სამართალდარღვევა.

მხოლოდ ბრუნვების შედარება, დამატებითი საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ჩატარების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ისეთი მძიმე შეზღუდვის გამოყენებისათვის, როგორიცაა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა. ასევე დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოების მინდობილ პირს სხვა იურიდიულ პირზე უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს არც საგადასახადო კანონმდებლობით და არც ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებით განსაზღვრულ საფუძველს საზოგადოების უფლებების შეზღუდვისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საზოგადოების მიმართ უკვე დანიშნულია კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებშიც საგადასახადო ორგანოს აქვს სრული შესაძლებლობა გადაამოწმოს როგორც იმპორტის ოპერაციები, ისე საქონლის მოძრაობა, რეალიზაცია და დღგ-ის ჩათვლის კანონიერება.

შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ კონტროლის მექანიზმები უკვე გამოყენებულია და დამატებით კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მინიჭებაზე უარის შენარჩუნება აღარ ემსახურება საგადასახადო რისკების პრევენციის მიზანს. ამასთან, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის არსებობის გამო საზოგადოებას არ ეძლევა შესაძლებლობა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხები, რის შედეგადაც დღევანდელი მდგომარეობით წარმოშობილი აქვს 19 301 ლარის დღგ-ის დავალიანება და 23 125 ლარის საბაჟო დღგ-ის დავალიანება, სულ 42 426 ლარის ოდენობით.

ფაქტობრივად, საზოგადოება აღმოჩნდა მდგომარეობაში, როდესაც ერთი მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს 415 433 ლარის დღგ, ხოლო მეორე მხრივ არ ეძლევა ამ თანხების ჩათვლის შესაძლებლობა. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად აუარესებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, ზღუდავს მის ლიკვიდურობას, აზიანებს საქმიან რეპუტაციას, აფერხებს ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შესაძლებლობას და საზოგადოებას არათანაბარ კონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს ბაზრის სხვა მონაწილეებთან შედარებით. მომჩივანი მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილება თავისი შინაარსით აღარ ემსახურება საგადასახადო კონტროლის მიზანს და ფაქტობრივად ატარებს არაპროპორციული შემზღუდავი ღონისძიების ხასიათს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 მაისის №11759 ბრძანება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, შპს „---ს“ მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, ალტერნატიულად, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, საქმე დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახალი განხილვისათვის, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მარაგების პროგრამული აღრიცხვის მონაცემებისა და მიმდინარე კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებით დამტკიცებული, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია:

ა) გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;

ბ) თუ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან წარადგინა და მის საფუძველზე დასარიცხი გადასახადის თანხა ერთ ლარს არ აღემატება, ამასთან უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის უკანასკნელი მინიჭებიდან გასულია 6 კალენდარული თვე;

გ) თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი, გარდა სახაზინო სამსახურში არსებული ხაზინის ერთიანი ანგარიშისა;

დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

სადავო საკითხზე, 25.06.2026 წლის №57725-21-12 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი: 2026 წლის 28 აპრილს გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა განმეორებითი (ID ----) განცხადება კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. განცხადების შესწავლის პერიოდში მონაცემთა ანალიზით დადგენილი ინფორმაციის შესაბამისად:

- მარტის თვის დღგ ბრუნვა შეადგენს 38 373 ლარს (დღგ გარეშე); - ამავე პერიოდის (მარტი) ს.ს.ა. ბრუნვა შეადგენს 265’071 ლარს (დღგ გარეშე). - იმპორტი 3 284 973 ლარი - ჯამური დღგ ბრუნვა 273 749 ლარი (დღგ გარეშე); - სავარაუდო ნაშთი 2 849 843 ლარი (დღგ გარეშე). გადახდილი გადასახადები: - მოგება 0 ლარი; - საშემოსავლო 0 ლარი - დღგ 49 273 ლარი - საბაჟო გადასახადები მათ შორის დღგ 591 295 ლარი.

გადასახადის 98.8% პროცენტი მოდის მხოლოდ საქონლის იმპორტისას გადახდილ თანხაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა 2026 წლის 13 მაისს განხორციელდა ადგილზე ვიზიტი გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივ მისამართზე.

ობიექტის ადგილზე გადამოწმებისას სარეალიზაციოდ განკუთვნილი გარკვეული რაოდენობის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ოდენობა, საეჭვოდ მცირედ იქნა მიჩნეული გადამხდელის მიერ შესრულებული იმპორტირებული საქონლის ოდენობასთან (ღირებულების გათვალისწინებით) შედარებით. შესწავლის პერიოდში ვერ მოხდა დაკავშირება საწარმოს დირექტორთან, ამასთან სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ურთიერთობდა მინდობილი პირი ფ.პ. ,,---“ (პ/ნ ---). მინდობილი პირი ფ.პ ,,---“-ს (პ/ნ ---) რეგისტრირებული აქვს შპს ,,---’’-ი (ს/ნ ---) რომელზეც ფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 595,425 ლარის ოდენობით. გარდა ზემოაღნიშნულისა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო შემოწმების რისკების სისტემამ შპს ,,----“-ის (ს/ნ ---) შესახებ არსებული ელ. საგადასახადო ინფორმაცია მიიჩნია საეჭვოდ, რაზეც ანალიტიკური დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 16 ივნისს გამოსცა საგადასახადო შემოწმების ბრძანება.

საყურადღებოა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის №3751 ბრძანების მე-8 მუხლის 41 პუნქტის თანახმად გადასახადის გადამხდელი არ არის მოკლებული შესაძლებლობას მოახდინოს დღგ ჩათვლასთან დაკავშირებული დოკუმენტების ჩათვლა მიუხედავად დღგ-ის არაკვალიფიციური სტატუსისა იმ შემთხვევაში თუ მის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება. ასეთ დროს გადამხდელი მიმართავს აუდიტის დეპარტამენტს დღგ ჩათვლის დოკუმენტების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია შესამოწმებელ პერიოდზე ჩათვლაში გაუთვალისწინოს გადასახადის გადამხდელს შესაბამისი დოკუმენტაცია.

მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის უარყოფილი საზოგადოების მიერ განხორციელებული იმპორტის რეალურობა, სახელმწიფო ბიუჯეტში 415 433 ლარის დღგ-ის გადახდის ფაქტი, საქონლის რეალიზაციის განხორციელება ან საზოგადოების მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელება. ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს, რომ საზოგადოების მიერ განხორციელებულია 2 587 661 ლარის ღირებულების ტექსტილის იმპორტი, რაც გამორიცხავს კომპანიის ფიქტიურ ხასიათს და ადასტურებს რეალური ეკონომიკური საქმიანობის არსებობას.

საგადასახადო ორგანო ასევე მიუთითებს, რომ ვიზიტის დროს ადგილზე აღმოჩენილი საქონლის რაოდენობა არაგონივრულად დაბალი იყო განხორციელებული იმპორტის მოცულობასთან შედარებით. თუმცა აღნიშნული დასკვნა ეფუძნება მხოლოდ ვიზუალურ შეფასებას და არა ინვენტარიზაციის შედეგებს. საზოგადოების მიმართ არ ჩატარებულა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, არ განხორციელებულა საქონლის რაოდენობრივი გადათვლა და არ მომხდარა მარაგების პროგრამული აღრიცხვის მონაცემების სრულყოფილი შესწავლა. შესაბამისად, მხოლოდ ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე გაკეთებული დასკვნა ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად. საგადასახადო ორგანო უთითებს დღგ-ის დეკლარაციებში ასახულ ბრუნვასა და საკონტროლოსალარო აპარატის ბრუნვას შორის სხვაობაზე, თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული არც ერთი კონკრეტული ოპერაცია, რომელიც მიჩნეულია ფიქტიურად, არ არის დადგენილი შემოსავლის დაფარვის ფაქტი და არ არის განსაზღვრული რაიმე საგადასახადო სამართალდარღვევა. მხოლოდ ბრუნვების შედარება, დამატებითი საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ჩატარების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ისეთი მძიმე შეზღუდვის გამოყენებისათვის, როგორიცაა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა.

ასევე დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოების მინდობილ პირს სხვა იურიდიულ პირზე უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს არც საგადასახადო კანონმდებლობით და არც ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებით განსაზღვრულ საფუძველს საზოგადოების უფლებების შეზღუდვისათვის.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“ მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი მოითხოვს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლას. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2025 წლის №11759 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ტექსტილით. 2026 წლის 28 აპრილს, შემოსავლების სამსახურს წარედგინა მომჩივნის განცხადება დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №11759 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი მოითხოვს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლას. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1, ბ).

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.