ბრძანება N 6905
📄 სრული ტექსტი
N 6905
29 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 13 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №88438/1/2024 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის ID:--- გადაწყვეტილებას და ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც არიან დღგ-ის გადამხდელები, შესაბამისად ესაჭიროებათ ა/ფაქტურა, რისი მიცემის საშუალებაც მას არ აქვს. გადამხდელი მიუთითებს, რომ მონაწილეობა მიიღო ტენდერში და პირველი ეტაპი გაიარა წარმატებით. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება მიწოდების პირობებზე, აქვს ყველანაირი მზადყოფნა მუშაობისათვის, თუმცა, პრობლემა ექმნება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის არქონით. ითხოვს, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, შპს „---“ (ს/ნ ---) როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 27 სექტემბერს, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ფ/პ --- (პ/ნ ---). გასს-ში არსებული ინფორმაციით საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, კერძოდ ხე-ტყის მასალებით, რომელიც დასტურდება მიღებული და გაწერილი ზედნადებებით.
საკითხის შესწავლის შედეგად პირველადი სატელეფონო კომუნიკაცია განხორციელდა 2023 წლის 10 იანვარს კომპანიის დირექტორთან, რომლის ინფორმაციით საწარმოს საქმიანობის სფეროა ხე-ტყის მასალების შეძენა-რეალიზაცია. დირექტორის ინფორმაციით მიღებული მასალა დასაწყობებული ჰქონდა საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებაში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილად მითითებულია ქ. ---ს. ამასთან, გადამხდელის მიერ არ იყო წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, აღნიშნულ ობიექტზე არ იყო წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულება.
შესწავლის ფარგლებში 2024 წლის 9 თებერვალს განხორციელდა ადგილზე გასვლის პროცედურა საწარმოს გადამოწმების მიზნით. დამატებით მოძიებული ინფორმაციით, შპს „---“-ს (ს/ნ ---) მისამართზე საქმიანობს მისი მომწოდებელი კომპანია, რომელსაც გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის წინაშე. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „---“-ს (ს/ნ---) და მომწოდებელ კომპანიას უფიქსირდებათ გაცემული ხელფასები ერთსა და იმავე პირებზე, დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული აქტიური თანამშრომლები იდენტურია (გარდა დირექტორებისა).
ასევე ფიქსირდება საერთო პირი გადაზიდვის ზედნადებში, იდენტიფიცირებულია საერთო მყიდველები, საერთო მომწოდებელები და ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელების ადგილი სასაქონლო ზედნადების მიხედვით იდენტურია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შპს „---“-ს (ს/ნ ----) უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით(შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესწავლის ფარგლებში 2024 წლის 9 თებერვალს განხორციელდა ადგილზე გასვლის პროცედურა საწარმოს გადამოწმების მიზნით. დამატებით მოძიებული ინფორმაციით, საწარმოს მისამართზე საქმიანობს მისი მომწოდებელი კომპანია, რომელსაც გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის წინაშე. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანსა და მომწოდებელ კომპანიას უფიქსირდებათ გაცემული ხელფასები ერთსა და იმავე პირებზე, დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული აქტიური თანამშრომლები იდენტურია (გარდა დირექტორებისა).
ასევე ფიქსირდება საერთო პირი გადაზიდვის ზედნადებში, იდენტიფიცირებულია საერთო მყიდველები, საერთო მომწოდებელები და ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელების ადგილი სასაქონლო ზედნადების მიხედვით იდენტურია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანება.