ბრძანება N 26345
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26345
25 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------)
(იურ. მის.: ----------)
2023 წლის 23 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2023 წლის 23 აგვისტოს №143813/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 აგვისტოს №20018 ბრძანებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 აგვისტოს №20018 ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე. განმარტავს, რომ 2023 წლის 21 ივლისს შემოსავლების სამსახურში ჩააბარა განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის თაობაზე, ამასთან, გადაიხადა საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადი და ჯარიმის თანხის ნახევრის ტოლფასი თანხა. მიუთითებს, რომ მან აღიარა 2023 წლის 21 ივნისის N007-149 საგადასახადო მოთხოვნა და არ ეთანხმება კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებს. მომჩივანი ითხოვს 2023 წლის 14 აგვისტოს №20018 ბრძანების გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად განსაზღვრული ჯარიმის 50%-ის შემცირებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 4 და 10 აგვისტოს გამოცემული დასკვნებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის N14134 ბრძანების შესაბამისად ჩატარდა ფ/პ „----------“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს 2023 წლის 19 ივნისის №---------- წერილით გადმოგზავნილი 2023 წლის 16 ივნისის თემატური რევიზიის აქტის შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულების სისწორე. 2023 წლის 21 ივნისს შედგა კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც ფ/პ „----------“ სულ დამატებით დაერიცხა 28 395 ლარი, მათ შორის, გადასახადი 18 930 ლარი და ჯარიმა 9 465 ლარი. ხოლო გადასახადები, რომელთა გადასახადის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ იყო დამდგარი (საავანსო გადასახდელები) სულ 5 010 ლარი; მაშ შორის:
საშემოსავლო გადასახადი 1670 ლარის ოდენობით- 15.07.2023 წ;
საშემოსავლო გადასახადი 1670 ლარის ოდენობით- 15.09.2023 წ;
საშემოსავლო გადასახადი 1670 ლარის ოდენობით- 15.12.2023 წ.
ფ/პ „----------“ მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ 2023 წლის 21 ივნისის N007-149 საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა ფიზიკურად 2023 წლის 23 ივნისს. ასევე, მის მიერ წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 21 ივლისის განცხადება (N----------) N007-149 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 31 ივლისს წარდგენილ იქნა გადასახადის გადამხდელის განცხადება, რომლის მიხედვითაც პირი ითხოვდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადების გადახდა სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდა ორ ნაწილად 18 930 ლარის ოდენობით 2023 წლის 13 ივლისს, ხოლო 2023 წლის 31 ივლისს 12 341,34 ლარის ოდენობით. ვინაიდან ფ/პ „----------“ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2023 წლის 23 ივნისს, ხოლო გადასახადის გადამხდელს მიერ არ განხორციელებულა N007-149 საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50%-ის ტოლფასი თანხის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ჯარიმის თანხა არ დაექვემდებარა შემცირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად დარიცხული ჯარიმის თანხის 50% შემცირებას არ დაექვემდებარა.
ფ/პ „----------“ მიერ შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 31 ივლისს წარმოდგენილ იქნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან არ ახორციელებდა და არც აპირებდა საქმიანობის გაგრძელებას და ითხოვდა, რომ არ დარიცხოდა 2023 წლის საავანსო გადასახდელები. ამასთან, პირის მიერ 2023 წლის 28 ივლისს იქნა წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის 2023 წლის წლიური დეკლარაცია საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე (დეკ N-----------). ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განცხადება მიმდინარე გადასახდელების შემცირების თაობაზე წარმოდგენილი იქნა 2023 წლის 31 ივლისს, შემცირებას დაექვემდებარა, განცხადების წარმოდგენის თარიღის 2023 წლის 31 ივლისის შემდგომ, საგადასახადო მოთხოვნა N007-149-ით განსაზღვრული მიმდინარე გადასახდელები ჯამურად - 3 340 ლარის ოდენობით, რომელთა გადასახადის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ იყო დამდგარი (საშემოსავლო გადასახადი - 1 670 ლარი - 15.09.2023 თარიღით, საშემოსავლო გადასახადი - 1 670 ლარი- 15.12.2023 თარიღით). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შემოწმების აქტით განსაზღვრული და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული მიმდინარე გადასახადის თანხა დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 14 აგვისტოს №20049 ბრძანება ფიზიკური პირი ,,----------“ (პ/ნ ----------) აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14301 ბრძანების კორექტირების შესახებ და ამავე თარიღის №007- 229 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ:
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების 50 პროცენტის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში. ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, გადამხდელი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ 2023 წლის 21 ივნისის საგადასახადო მოთხოვნა N007-149 ჩაბარდა ფიზიკურად 2023 წლის 23 ივნისს. ამასთან, მის მიერ 2023 წლის 21 ივლისს წარდგენილ იქნა განცხადება, ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ. აგრეთვე, 2023 წლის 31 ივლისს პირმა დამატებით წარადგინა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან არ ახორციელებდა და არც აპირებდა საქმიანობის გაგრძელებას და ითხოვდა, რომ არ დარიცხოდა 2023 წლის საავანსო გადასახდელები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიერ, 2023 წლის 14 აგვისტოს N20049 ბრძანებით დაკორექტირდა 2023 წლის 21 ივნისის N14301 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ფ/პ „----------“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, პირადი აღრიცხვის ბარათის გასწორების მიზნით, შეუმცირდა 2023 წლის 21 ივნისის N007- 149 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული მიმდინარე გადასახდელები ჯამურად - 3 340 ლარის ოდენობით, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ იყო დამდგარი, რაზეც 2023 წლის 14 აგვისტოს გამოიცა N007-229 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელი 2023 წლის 31 ივლისს წარდგენილი N----------/21-11 განცხადებით ითხოვდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აგვისტოს დასკვნაზე, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ ფ/პ „----------“ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული 2023 წლის 21 ივნისის საგადასახადო მოთხოვნა N007-149 ჩაბარდა 2023 წლის 23 ივნისს, ხოლო აღნიშნული მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადების გადახდა სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდა ორ ნაწილად, 2023 წლის 13 ივლისს 18 930 ლარი და 2023 წლის 31 ივლისს 12 341,34 ლარი. ამასთან, 30 დღის ვადაში განხორციელებული გადახდა სრულად ვერ ფარავდა N007-229 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ გადასახადების თანხასაც. ამდენად, ვინაიდან, საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50%-ის ტოლფასი თანხის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში არ განხორციელდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმების თანხის 50% შემცირებას არ დაექვემდებარა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №007-149 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად არ არის გადახდილი აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11 ან ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 აგვისტოს №20018 ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული 2023 წლის 21 ივნისის საგადასახადო მოთხოვნა N007-149 ჩაბარდა 2023 წლის 23 ივნისს, ხოლო აღნიშნული მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადების გადახდა სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდა ორ ნაწილად, 2023 წლის 13 ივლისს 18 930 ლარი და 2023 წლის 31 ივლისს 12 341,34 ლარი. ამასთან, 30 დღის ვადაში განხორციელებული გადახდა სრულად ვერ ფარავდა N007-229 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ გადასახადების თანხასაც. ამდენად, ვინაიდან, საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50%-ის ტოლფასი თანხის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში არ განხორციელდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმების თანხის 50% შემცირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №007-149 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად არ არის გადახდილი აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275.