ბრძანება N 16442
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16442
11 ივლისი 2024
ბრძანება
შპს „------- -ის “ (ს/ნ "------")
(მის.: "------")
2024 წლის 18 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") 2024 წლის 18 ივნისის №100819/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №081-98 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
არ ეთანხმება გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებას, აღნიშნულ უპროცენტო სესხზე, როგორც უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე ყოველთვიური სარგებლის გაანგარიშებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ მომჩივანსა და „------ ს “-ს შორის სამეურნეო ურთიერთობის ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 25 ივლისს ნახშირის პროდუქციის (ანტრაციტი) მიწოდებაზე, სულ 6 210 ტონა საერთო ღირებულებით 984 112 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა „------“-ს მიერ ეტაპობრივად ავანსად ირიცხებოდა მომჩივანს ანგარიშზე. მომჩივანის მიერ ფაქტიურად მიწოდებული იქნა 3 150 ტონა პროდუქცია თანხით 463 680 აშშ დოლარი. თუმცა, ვინაიდან, მომჩივანმა „------“-ს ვერ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია სრული მოცულობით, ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნება განხორციელდა ეტაპობრივად 24.12.2018 წელს - 70 000 აშშ დოლარი, 24.12.2018 წელს - 130 000 აშშ დოლარი და 10.04.2019 წელს 320 432 აშშ დოლარი. გარდა ამისა, კომპანიებს შორის 2019 წლის 18 ივლისს დაიდო ვალის გადაცემის ხელშეკრულება თანხაზე 3 609 999 აშშ დოლარი, დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას მხარეები აწარმოებენ ვალდებულებათა შეწყვეტით ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით, რასაც ხელი მოეწერა 30.08.2019 წელს, ანგარიშსწორება მომჩივანსა და „------“-ს შორის გასწორდა და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. გადამხდელი მიუთითებს, რომ 2019 წელს შეიცვალა ბუღალტერი, რომელმაც 10.04.2019 წელს „------“-ზე გადახდილი 320 432 აშშ დოლარი აღრიცხა, როგორც ავანსად გადახდილი თანხა და დაუბრუნა იგი „------“-ს. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე,მომჩივანის მიერ გადახდილი 320 432 აშშ დოლარი ავანსის ნაცვლად წარმოადგენდა ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებას, აღნიშნული წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არა რაიმე გამიზნულ ქმედებას, რაც განპირობებული იყო აღრიცხვის სისტემაში ნაშთების გადაცემის დროს დაშვებული შეცდომით.
შედეგად, გადასახადის გადამხდელს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №9989 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის (ს/ნ "------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №9989 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 14 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 21 მაისის №081-98 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულ მასალებში ასახული მონაცემები/გარემოებები გარკვეული პერიოდის ჭრილში თანხვედრაშია შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ მონაცემებთან. კერძოდ, 2019 წლის 10 აპრილს „------“-სთან გადარიცხულია 320 432 აშშ დოლარი. ამ გადარიცხვის და წინა პერიოდის სხვა ოპერაციების გათვალისწინებით, „-------“-ს ბარათის ნაშთები განულდა, თუმცა „------“-ს დებეტური მოთხოვნის ნაშთი წარმოქმნილია შემდეგ პერიოდში განხორციელებული სხვა ოპერაციების შედეგად, კერძოდ: „-------“-ს (ერთ-ერთი საქონლის მომწოდებლის) ბარათიდან კრედიტორული დავალიანება (მოწოდებულია მეტი საქონელი, ვიდრე თანხებია გადარიცხული) 18.04.2019 წელს გადატანილია „------ -ის “ ბარათზე (მითითებულია 18.04.2019 წლის ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება 19.04.2019 წ.) 8 887 560 ლარი. შემდეგ, „------- -ის “ სასარგებლოდ მომჩივანს თიბისი ბანკის ანგარიშიდან პერიოდულად ხდებოდა თანხების გადარიცხვა, გადარიცხვების შედეგად დაიფარა კრედიტორული ვალი და წარმოიშვა სადებეტო ნაშთი (მოთხოვნა "------"). 18.07.2019 წელს „------ - სგან“ მოთხოვნა დაკრედიტდა და 320 432 აშშ დოლარი (919 223 ლარი) გადატანილია შპს „ნოველის“ სადებეტო ანგარიშზე. მომჩივანმა 31.12.2019 წელს მოთხოვნა გადაიტანა „-------“-ზე. 2021 წლის 31 დეკემბერს აღნიშნულ თანხას გადამხდელმა მიანიჭა მომწოდებლებზე გადახდილი ავანსების კვალიფიკაცია, რომელიც უცვლელია მთლიან შესამოწმებელ პერიოდში. ამდენად, „-------“-ზე დებიტორული დავალიანების მოთხოვნა წარმოშობილია სხვა არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების ურთიერთგადახურვის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით არარეზიდენტზე გადარიცხული თანხების უპროცენტო სესხად კვალიფიკაცია მართებულია და არ არსებობს დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა „------“- სთვის მიმართვა/წერილი, სადაც ითხოვს განხილულ იქნას მომჩივანის მიმართ 320 432 აშშ დოლარის ოდენობის დებიტორული დავალიანების დაფარვის შესაძლებლობა. პასუხად მიღებულია 22.05.2023 წლის წერილი, სადაც „-------“ აღიარებს დავალიანებას (,,შეძლებისდაგვარად „------“ ცდილობს შეასრულოს თავისი ვალდებულებები მომჩივანის მიმართ 320 432.00 აშშ დოლარის ოდენობით“). აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია ფინანსური ანგარიშგებები, რომლის მონაცემებიც ყოველწლიურად დეტალურად ემთხვევა ბუღალტრული აღრიცხვის (პროგრამა ორისის) მონაცემებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულ მასალებში ასახული მონაცემები/გარემოებები გარკვეული პერიოდის ჭრილში თანხვედრაშია შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ მონაცემებთან. კერძოდ, 2019 წლის 10 აპრილს „------“-სთან გადარიცხულია 320 432 აშშ დოლარი. ამ გადარიცხვის და წინა პერიოდის სხვა ოპერაციების გათვალისწინებით, „-------“-ს ბარათის ნაშთები განულდა, თუმცა „-----------“-ს დებეტური მოთხოვნის ნაშთი წარმოქმნილია შემდეგ პერიოდში განხორციელებული სხვა ოპერაციების შედეგად, კერძოდ: „---------ს (ერთ-ერთი საქონლის მომწოდებლის) ბარათიდან კრედიტორული დავალიანება (მოწოდებულია მეტი საქონელი, ვიდრე თანხებია გადარიცხული) გადატანილია „-------- -ის “ ბარათზე 8 887 560 ლარი. შემდეგ, „-------- -ის “ სასარგებლოდ მომჩივანს თიბისი ბანკის ანგარიშიდან პერიოდულად ხდებოდა თანხების გადარიცხვა, გადარიცხვების შედეგად დაიფარა კრედიტორული ვალი და წარმოიშვა სადებეტო ნაშთი (მოთხოვნა "------"-სგან). 18.07.2019 წელს „------ -სგან“ მოთხოვნა დაკრედიტდა და 320 432 აშშ დოლარი (919 223 ლარი) გადატანილია მომჩივანის სადებეტო ანგარიშზე. მომჩივანმა მოთხოვნა გადაიტანა „-------"-ზე და მიანიჭა მომწოდებლებზე გადახდილი ავანსების კვალიფიკაცია, რომელიც უცვლელია მთლიან შესამოწმებელ პერიოდში. ამდენად, „------“-ზე დებიტორული დავალიანების მოთხოვნა წარმოშობილია სხვა არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების ურთიერთგადახურვის შედეგად. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ამავე დასკვნაში მითითებულ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარადგინა „-------“-სთვის მიმართვა/წერილი, სადაც ითხოვს განხილულ იქნას მომჩივანის მიმართ 320 432 აშშ დოლარის ოდენობის დებიტორული დავალიანების დაფარვის შესაძლებლობა. პასუხად მიღებულია 22.05.2023 წლის წერილი, სადაც „-------“ აღიარებს დავალიანებას. ასევე აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია ფინანსური ანგარიშგებები, რომლის მონაცემებიც ყოველწლიურად დეტალურად ემთხვევა ბუღალტრული აღრიცხვის (პროგრამა ორისის) მონაცემებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მოჩივანი არ ეთანხმება გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებას.გადამხდელს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №9989 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 14 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 21 მაისის №081-98 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).