ბრძანება N 16852
📄 სრული ტექსტი
N 16852
29 ივლისი 2025
ბრძანება
შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)
(მის.:„--------“)
2025 წლის 4 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) 2025 წლის 4 ივლისის №96634/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №005-56 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. არ ეთანხმება ფ/პ-ზე უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ანალოგიური ფართის სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით არ იქნა გათვალისწინებული. განმარტავს, რომ ქ. „--------“-ში, (საკადასტრო კოდი:„--------“) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი IV კლასი შეთანხმებულ პროექტში ცვლილების პროექტი მომზადდა და აშენებულ საცხოვრებელს კორპუსზე საწარმომ მიიღო მე-10 სართულზე მანსარდის დაშენების უფლება არქიტექტურის სამსახურიდან. კომპანიის მიერ აშენებული მანსარდიდან ერთი ფართი 126,10 კვ.მ ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა„--------“-ს, ხოლო მეორე ფართი 153,30 კვ.მ გასხვისებული იქნა „--------“-ზე 200 000 ლარად. გადაანგარიშების დასკვნით აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნულ მტკიცებულებას მხედველობაში არ იღებს, თუმცა უდავო ფაქტია, რომ ახლად აშენებულ კორპუსში მშენებარე ბინის ღირებულებზე ნაკლებია ამავე კორპუსში არსებული დაშენების მანსარდის ღირებულება.
2. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთის ოდენობას და აღნიშნულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გამოკლებულ იქნა მხოლოდ ფ/პ „--------“-ის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება. ამასთან, აუდიტის დეპარტამეტს უნდა გაეთვალისწინებინა ელექტრონულ გვერდზე არსებული დოკუმენტალური შესყიდვები ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც შეადგენს 49 928,63 ლარს, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხა 36 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის გააჩნდა კრედიტორული დავალიანება საქონლის მომწოდებლების მიმართ 194 450 ლარის ოდენობით, რაზედაც აუდიტის დეპარტამენტისათვის გადაანგარიშების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი შედარების აქტები ან/და თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის დოკუმენტაცია, ხოლო აღნიშნულის დამატებით წარმოდგენის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადში განხორციელებული დარიცხვა პრაქტიკულად გაუქმდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშება არ განახორციელა სრულყოფილად, რის გამოც სადავო საგადასახადო მოთხოვნა ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ივნისის №13150 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, სადავო ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ანალოგიური ფართის სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ივნისის №13150 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 13 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 99 020 ლარით, მათ შორის, გადასახადი 66 013 ლარით, ჯარიმა 33 007 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 20 მაისის №005-56 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1.შემოსავლების სამსახური 2024 წლის 4 ივნისის №13150 ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნა ანალოგიური ფართის სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ განხორციელდა შპს „--------"-ის მიერ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ანალიზი, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია საჯარო რეესტრში მყიდველის მიერ შეძენილი უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისათვის, სარეალიზაციო ფასები სწორად არის განსაზღვრული და აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
2.გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის გაანგარიშების დროს, გამოკლებულ იქნა ფ/პ „--------“-სთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნით ირკვევა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ანალოგიური ფართის სარეალიზაციო ფასის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------"-ის მიერ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ანალიზი, რომლითაც დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ფართის რეალიზაცია განხორციელდა მეორე ფ/პ-ზე 2019 წელს, ხოლო ფ/პ „--------“-ზე უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემულია 2021 წელს, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა ანალოგიურ პერიოდში ბინების რეალიზაციის ფასით და გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან, ფულის ნაშთის ოდენობასთან დაკავშირებით, გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გამოკლებულ იქნა ფ/პ „--------“-სთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება, რამაც გამოიწვია დარიცხული საშემოსავლო გადსახადის კორექტირება. ამასთან, ფულის ნაშთის განსაზღვრისას დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი საქონელი/მომსახურება, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხები გათვალისწინებულია შემოწმების პროცესში, ხოლო კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ მტკიცებულებები წარდგენილი არ არის.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება ფ/პ-ზე უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთის ოდენობას და აღნიშნულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშება არ განახორციელა სრულყოფილად, რის გამოც სადავო საგადასახადო მოთხოვნა ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ განხორციელდა შპს-ს მიერ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ანალიზი, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია საჯარო რეესტრში მყიდველის მიერ შეძენილი უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისათვის, სარეალიზაციო ფასები სწორად არის განსაზღვრული და აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
2. გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის გაანგარიშების დროს, გამოკლებულ იქნა ფ/პ-სათვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).