ბრძანება N 7323
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7323
05.04.2023
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.:----) 2022 წლის 6 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2022 წლის 6 დეკემბრის №77041/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ოქტომბრის №021-102 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი განმარტავს, რომ გადაანგარიშებით ვერ ახერხებს დადგენას აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი დოკუმენტაციიდან რომელი დოკუმენტის გათვალისწინება მოხდა საგადასახადო შემოწმების მიერ და რომლის არა. აღნიშნავს, რომ მის მიერ დღესაც მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოძიება, კერძოდ იმ პირებთან დაკავშირება, რომლებიც მეწარმეები არიან და მათზე გაცემული თანხები საშემოსავლო გადასახადითაა დაბეგრილი. ასევე ხელზე გაცემული თანხების ხარჯის დასადასტურებლად ახდენს იმ მცირე მეწარმეებთან დაკავშირებას, რომელთათვისაც თანხები აქვს გადახდილი. აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულ პირებთან დაკავშირებას ართულებს ის გარემოება, რომ მათ შორის საქმიანი ურთიერთობების შემდეგ გასულია დიდი პერიოდი, ასევე ნაწილს დატოვებული აქვს ქვეყანა და დროდადრო ახდენენ ქვეყანაში შემოსვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9117 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ, მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9117 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 7 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 68 840 ლარი, მათ შორის: გადასახადი 45 426 ლარი, ჯარიმა 23 414 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 21 ოქტომბრის №021-102 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება,რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებულ ხარჯად/გადახდად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია მხოლოდ ფიზიკური პირების ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. რამდენადაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა კრედიტორებთან ურთიერთშედარების აქტები და ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შემცირდა შემოწმებით საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებული თანხები. შესაბამისად, შემცირდა გაანგარიშებული მოგების გადასახადი 42 434 ლარით, საშემოსავლო გადასახადი - 2 992 ლარით, ჯარიმა კი - 23 414 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის განო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებულ ხარჯად/გადახდად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია მხოლოდ ფიზიკური პირების ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა, ხოლო სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა კრედიტორებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები და ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც შემცირდა დარიცხული თანხები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--ის“ (ს/ნ--- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებულ ხარჯად/გადახდად განხილვასთან დაკავშირებით, ასევე სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელს დაევალა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21); 72.