ბრძანება N 14839

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 27.06.2023
№ დოკუმენტი 14839
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 14839

27.06.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---------ის (პ/ნ ---------)

(მის.: -----------)

2023 წლის 30 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ---------ის (პ/ნ ---------) №91151/21-11 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №21-11/43506 გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობა წარდგენილი ჰქონდა შპს „-------------“-ში (ს/ნ ---------) 2016 წელს, თუმცა იმავე წელს შეწყვიტა მუშაობა აღნიშნულ კომპანიაში. სურს ახალი ცნობის წარდგენა ახალ დამსაქმებელთან. არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის უარს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემაზე. ითხოვს ახალი ცნობის გაცემას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ფ/პ --------ეს (პ/ნ ----------) უფიქსირდება შეღავათის ცნობის გატანა 2016 წლის 23 ივნისს შპს „----------“-ში (ს/ნ ----------) წარსადგენად.

ფიზიკური პირის მომართვის საფუძველზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 2 მაისს შპს „---------“-ში (ს/ნ ---------) გაიგზავნა წერილი №21-11/--------, ხოლო 2023 წლის 15 მაისს განმეორებით გაიგზავნა №21-11/--------წერილი, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმისწარმოების სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა.

შპს „--------“-ს (ს/ნ ---------) შემოსავლების სამსახურში არ გადმოუგზავნია შეტყობინება ფ/პ --------ის (პ/ნ ---------) შეღავათის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს უარი ეთქვა გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების შესახებ ახალი ცნობის გაცემაზე და აღნიშნულის შესახებ ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №21-11/--------წერილით.

 

შემოსავლების სამსახურის განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 391 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული; დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს შესაბამისი სამუშაო ადგილიდან გაცემული შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შეღავათებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ აქვს წინა დამქირავებლისგან გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ფ/პ ---------ის (პ/ნ ----------) სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, ხოლო შპს „---------“-ში (ს/ნ ----------) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ------ის (პ/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, ფ/პ --------ის (პ/ნ ---------) მიმართ გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ;

3. შპს „---------“-ში (ს/ნ ---------) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის უარს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემაზე. ითხოვს ახალი ცნობის გაცემას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გადამხდელს უფიქსირდება შეღავათის ცნობის გატანა 2016 წლის 23 ივნისს. ფიზიკური პირის მომართვის საფუძველზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 2 მაისს დამსაქმებელ კომპანიაში გაიგზავნა წერილი (გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა). დამსაქმებელ კომპანიას შემოსავლების სამსახურში არ გადმოუგზავნია შეტყობინება შეღავათის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს უარი ეთქვა გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების შესახებ ახალი ცნობის გაცემაზე და აღნიშნულის შესახებ ეცნობა წერლით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ აქვს წინა დამქირავებლისგან გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივმის სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, ხოლო დამსაქმებელ კომპანიაში წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82; 304.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება