ბრძანება N 12636

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.06.2023
№ დოკუმენტი 12636
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12636

06 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---------- (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------, ----------)

(იურ. მის.: ----------, ----------)

2023 წლის 11 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) №80935/1/2023 საჩივარი, რომლითაც იგი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე დარიცხულ გადასახადს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი №56).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სატატუსით საქმიანობდა 2016 წლამდე. საქმიანობის შეჩერების თაობაზე გადამხდელს შემოსავლების სამსახურისათვის არ მიუმართავს და აღნიშნულიდან გამომდინარე, გრძელდებოდა ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, არ აქვს დარიცხული დავალიანების გადახდის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2012 წლის 1 მაისიდან მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (საქმიანობის სახე - მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურება. 2 მაგიდა, საანგარიშო თვეზე 60,00 ლარი) და საქმიანობის სახე - თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურება, 3 მაგიდა, საანგარიშო თვეზე 150 ლარი). გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შესახებ მიმართა 2016 წლის 14 ივლისს, რის შემდეგ ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა არ განხორციელებულა.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2023 წლის 20 აპრილის №68193/21 განცხადება განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 24 ივნისის №16277 ბრძანების შესაბამისად და გაეგზავნა შუალედური წერილი №21-11/3581, რომლითაც შემოსავლების სამსახური აძლევდა წინადადებას გადამხდელს, ამ ბრძანებით გათვალისწინებული რომელიმე პირობის არსებობის შემთხვევაში, წარედგინა შესაბამისი დოკუმენტი, რაც მის მიერ არ იქნა წარდგენილი. აღნიშნულის თაობაზე, გადამხდელს პასუხი ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 1 მაისის №21-11/35481 წერილით. ასევე, ვინაიდან გადამხდელი ითხოვდა დავალიანების ჩამოწერას, გადამხდელის განცხადება დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით სამსახურებრივი ბარათით გადაგზავნილი იქნა ვალის მართვის დეპარტამენტში.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ი/მ ---------- (პ/ნ ----------) 2023 წლის 24 მაისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 7978.43 ლარი, საურავი 6217.78 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ: ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში ან მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე ბრძანების დანართი №4-ის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე ი/მ ---------- (ს/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის თანხები დარიცხულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე დარიცხულ გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ საქმიანობდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სატატუსით. საქმიანობის შეჩერების თაობაზე გადამხდელს შემოსავლების სამსახურისათვის არ მიუმართავს და აღნიშნულიდან გამომდინარე, გრძელდებოდა ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა. გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შესახებ მიმართა 2016 წლის ივლისის თვეში, რის შემდეგ ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა არ განხორციელებულა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის თანხები დარიცხულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 951; 956;

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება