ბრძანება N 26291

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.12.2024
№ დოკუმენტი 26291
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26291

13 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 25 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №128) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №93007/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ოქტომბრის №044-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. აღნიშნავს, რომ სავაჭრო ობიექტი განთავსებული იყო სხვა იდენტური სავაჭრო ობიექტების გვერდით და კონკურენციის გამო შეუძლებელი იყო მაღალი ფასნამატით მუშაობა. განმარტავს, რომ გადაანგარიშების დროს მიმდინარე კონტროლის პროცედურის შედეგად დადგენილი ფასნამატი არასწორადაა გაანგარიშებული, კერძოდ, თამბაქოზე გავრცელებულია 8%, მაშინ როდესაც საკონტროლო შესყიდვით საცალო რეალიზაციებზე დადგენილია 6%. მიუთითებს, რომ საბითუმო რეალიზაციის დროს უნდა გავრცელდეს 1-1,5% აუდირებული ფასნამატი. ასევე, საყოფაცხოვრებო საქონელზე 79%-ის ნაცვლად, უნდა გავრცელდეს მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც 25%-ს არ აღემატება. მომჩივანი ითხოვს ფასნამატის კორექტირებას და დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10959 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №044-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 20 ოქტომბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს ფასნამატის განსაზღვრისას მიმდინარე კონტროლის პროცედურების (საკონტროლო შესყიდვა) შედეგად დადგენილი ფასების გათვალისწინების შესაძლებლობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10959 ბრძანების განმარტების თაობაზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის N21094 ბრძანება, რომლის თანახმადაც, განიმარტა შემდეგი:

„განიმარტოს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს ფასნამატის განსაზღვრისას მიმდინარე კონტროლის პროცედურების (საკონტროლო შესყიდვა) შედეგად დადგენილი ფასების გათვალისწინების შესაძლებლობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს ტექნიკური უსწორობის გასწორება, მათ შორის შეძენილი საქონლის ხელახლა დაჯგუფება და შესაბამის ჯგუფზე ფასნამატის გავრცელება.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10959 და 2024 წლის 26 სექტემბრის N21094 ბრძანებების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 22 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 29 480 ლარი, მათ შორის გადასახადი 19 646 ლარი და ჯარიმა 9 834 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ოქტომბრის №044-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10959 და 2024 წლის 26 სექტემბრის N21094 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შეძენილი საქონლის ხელახალი დაჯგუფება და აღნიშნულ ჯგუფებზე შესაბამისი ფასნამატის გავრცელება, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10959 და 2024 წლის 26 სექტემბრის N21094 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის მიერ შეძენილი საქონლის ხელახალი დაჯგუფება და აღნიშნულ ჯგუფებზე შესაბამისი ფასნამატის გავრცელება, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, გადაანგარიშების დროს მიმდინარე კონტროლის პროცედურის შედეგად დადგენილი ფასნამატის არასწორად გაანგარიშებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სიგარეტზე შემოწმების მიერ გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 7%-ს, რომელიც ემთხვევა საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებულ ფასნამატს. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო საქონელს, შემოწმებით გავრცელებულია საშუალო შეწონილი ფასნამატი 79%, ხოლო მიმდინარე კონტროლის პროცედურის შედეგად იდენტიფიცირებულ საქონელზე დადგენილი ფასნამატი შეადგენს 190%-ს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10959 და 2024 წლის 26 სექტემბრის N21094 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის მიერ შეძენილი საქონლის ხელახალი დაჯგუფება და აღნიშნულ ჯგუფებზე შესაბამისი ფასნამატის გავრცელება, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, გადაანგარიშების დროს მიმდინარე კონტროლის პროცედურის შედეგად დადგენილი ფასნამატის არასწორად გაანგარიშებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სიგარეტზე შემოწმების მიერ გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 7%-ს, რომელიც ემთხვევა საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებულ ფასნამატს. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო საქონელს, შემოწმებით გავრცელებულია საშუალო შეწონილი ფასნამატი 79%, ხოლო მიმდინარე კონტროლის პროცედურის შედეგად იდენტიფიცირებულ საქონელზე დადგენილი ფასნამატი შეადგენს 190%-ს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).