ბრძანება N 686
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 686
20.01.2023
„--------------„ (პ/ნ -----------)
(მის.: ქ. ---------)
2022 წლის 15 ნოემბრის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) იმსჯელა „--------------„ (პ/ნ -----------) №76459/1/2022 საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენის 2017 წლის 23 დეკემბრის №EL067889, 2018 წლის 22 იანვრის №EL068849, 9 ივნისის №EL074169, 11 ივნისის №EL074266 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და 2018 წლის 9 ივნისის №EL69050/575 (№001-575), 11 ივნისის №EL69050/589 (№001-589) საგადასახადო მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს,თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. მე-10 ნაწილის მიხედვით, კი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ ვინაიდან მომჩივანი შესაბამის პერიოდში არ იყო შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 23 დეკემბრის №EL067889, 2018 წლის 22 იანვრის №EL068849, 9 ივნისის №EL074169, 11 ივნისის №EL074266 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და 2018 წლის 9 ივნისის №EL69050/575 (№001-575), 11 ივნისის №EL69050/589 (№001-589) საგადასახადო მოთხოვნები სამართალდამრღვევს გაეგზავნა მატერიალური ფორმით დაზღვეული საფოსტო გზავნილების მეშვეობით 2 ჯერ, თუმცა მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა.
ვინაიდან, აღნიშნული სადავო ადმინისტრაციული აქტების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, 2018 წლის 25 იანვარს, 2 მარტს და 30 ივლისს განხორციელდა მათი საჯაროდ გავრცელება, ხოლო შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს ჩაითვალა ჩაბარებულად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია/მტკიცებულება გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „--------------„ (პ/ნ -----------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.