ბრძანება N 1562

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 01.02.2023
№ დოკუმენტი 1562
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1562

01.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 21 დეკემბრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვარის სხდომაზე (ოქმი №5) იმსჯელა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №231871/21-11 საჩივარზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, გადამხდელის მიერ 2022 წლის 21 ნოემბერს წარმოდგენილია 2020-2021 წლის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები. დეკლარაციების დაზუსტების შემდგომ, გადამხდელს ერთი დღის შედარების აქტის (21.11.2022წ.) მიხედვით გადაანგარიშებით დაერიცხა საურავი 5510.66 ლარის ოდენობით. ამდენად, გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საურავი წარმოადგენს აღიარებულ დავალიანებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.