N 9 - 01/07/2024 - „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სათამაშო ბიზნესი 01.07.2024
№ დოკუმენტი 9
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2024 წლის 1 ივლისი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2017 წ.; 210070000.35.168.016208) შევიდეს ცვლილება, პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს „დ.ა“, „დ.ბ“ „დ.გ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

დავით ჯანიკაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე