გადაწყვეტილება № 22004/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 30.01.2026
№ დოკუმენტი 22004/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 22004/2/2024

30 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: (უსფ) შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024, 30.05.2024, 25.12.2025 და 29.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება (უსფ) შპს ----- 17.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22004/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №006-563 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33584 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 547 135.87 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 3 928 682

ჯარიმა - 1 568 709

საურავი - 1 049 744.87

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში.

აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 12.10.2023 წლის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2023 წლის №27569 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 10.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 14.11.2023 წლის №28007 ბრძანება და ამავე თარიღის №006-563 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.12.2023 წლის №33584 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №006-563 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის), დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33584 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №2302 განკარგულების საფუძველზე, მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2026 წლის 22 იანვარს გაფორმებული №26/20 საგადასახადო შეთანხმების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს, 2025 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა 1 000 000 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში. შემოწმების შედეგები აისახა 10.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 14.11.2023 წლის №28007 ბრძანება და ამავე თარიღის №006-563 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.12.2023 წლის №33584 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №006-563 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის), დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33584 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დარჩეს განუხილველი;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ო)