გადაწყვეტილება №25420/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25420/2/2025
24 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 4.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25420/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა) გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №006-63 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2025 წლის №10568 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 38 445,01 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 24 854,41 ლარი
დღგ - 7 013,42 ლარი
საშემოსავლო გადასახადი - 17 840,99
ჯარიმა - 11 922,80
საურავი - 1 667,80
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ალუმინის კარ-ფანჯრების რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.03.2021 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს აქვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. იმპორტით შემოაქვს ნედლეული თურქეთიდან, რომელსაც ყიდის შპს "-------" (ს/ნ -------), რომელიც უმზადებს ალუმინის კარ-ფანჯრებს საწარმოს არ ჰქონდა საწყობი და შპს "-------" (ს/ნ -------) ტერიტორიაზე ასაწყობებდა გაუხარჯავი საქონლის ნაწილს. დამზადებულ კარ-ფანჯრებს ძირითადად ყიდდა 2 პირზე: შპს "-------" (ს/ნ -------) და ი/მ ------- (ს/ნ -------).
შემოწმების პროცესში დაანგარიშდა დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს შპს "-------" (ს/ნ -------) მიღებული ავანსი 6 000 ლარი და ი/მ "-------" (ს/ნ -------) საქონლის მიწოდებით მიღებული 17 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) არ ჰქონდა დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ჩათვლა ჯამში შეადგენდა 26 592 ლარს.
გაანგარიშდა ჩათვლები ადგილობრივ მომწოდებლებზე გადახდილი დღგ-ის თანხების მიხედვით, რაც განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისგან. ძირითადი სხვაობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: შპს „-------“ (ს/ნ -------) შეძენილი იყო ალუმინის კარ-ფანჯრების დამზადების მომსახურება, გადახდილი ავანსის საფუძველზე გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშფაქტურა ავ-------, რომელიც ინაშთებოდა მომსახურების მიწოდებისას გამოწერილი ეა------- ანგარიშ-ფაქტურით. გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლა მიღებული იყო, როგორც ავანსის, ისე საბოლოო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რითაც გაზრდილი იყო ჩათვლა. ამ ნაწილში დაკორექტირდა ჩასათვლელი თანხები (3 794 ლარი).
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მომჩივანს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი მოხდა საზოგადოების მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებით და სხვა ინფორმაციებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 6 თებერვლის №1875 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს "-------"-ს (ს/ნ -------) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა.
ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შემოწმების შედეგად, სალაროში არსებული ფულადი სახსრების ანალიზით გამოვლენილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად საზოგადოებას დამატებით განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადი 17 841 ლარის ოდენობით და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
შემოწმების აქტის საფუძველზე 3.04.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №6377 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №006-63 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2025 წლის №10568 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარში აღნიშნულია, რომ საზოგადოება ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შპს „-------“ საქმიანობას ეწევა 2021 წლის მარტიდან და ამ წელს შესრულდა მხოლოდ ერთი ოპერაცია, 2022 წელს შპს „-------“ საერთოდ არ ფუნქციონირებდა და საქმიანობა განაახლა 2023 წლიდან. მანამდე საზოგადოება ფუნქციონირებდა კეთილსინდისიერად და არ დაურღვევია საგადასახადო კანონმდებლობა. შპს „-------“ დამატებითი ღირებულების თანხა მექანიკურად ორჯერ იქნა ჩათვლილი შეცდომით რაც მოხდა მექანიკურად და არა განზრახვით, ასევე საზოგადოება აწარმოებდა ბუღალტერიას პროგრამა ორისის საშუალებით, რომელშიც ადრე შეყვანილი მონაცემები მექანიკურად იქნა წაშლილი და მისი აღდგენა ვერ მოხერხდა.
ასეთ შემთხვევას შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რაც ავტომატურად ნიშნავს დამატებით დარიცხული გადასახადის გაუქმებას, ამიტომაც შპს „-------“ არ უნდა დაზარალდეს შეცდომის გამო და უნდა ეპატიოს მექანიკური შეცდომა სამომავლოდ კი კომპანია მაქსიმალურად იქნება ორგანიზებული საქმიანობაში.
მომჩივანი ითხოვს დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეფარდებული ჯარიმების გაუქმებას და მის გარეშე ახალი საგადასახადო მოთხოვნის გამოცემას, რომელშიც ასახული იქნება დარიცხული გადასახადები და საურავები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქ
მომჩივანი აღიარებს შემოწმების შედეგად დარიცხულ გადასახადებს და ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვია მექანიკურმა შეცდომამ და არ იყო საზოგადოების მიზანმიმართული ქმედების შედეგი იმავდროულად საზოგადოება სამომავლოდ მეტად ორგანიზებულად გეგმავს საქმიანობას.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა) გათავისუფლება
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. შემოწმების პროცესში დაანგარიშდა დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვა, ჩათვლები ადგილობრივ მომწოდებლებზე გადახდილი დღგ-ის თანხების მიხედვით. მომჩივანს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში და შეეფარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია.
შესამოწმებელ პერიოდში განისაზღვრა საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საზოგადოებას დამატებით განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)