ბრძანება N 27220

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.12.2025
№ დოკუმენტი 27220
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27220

10 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 7 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 7 ნოემბრის №98721/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ოქტომბრის №001-210 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ მოხდა გამოვლენილი დანაკლისის მოგების გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრა, შესაბამისად, აღნიშნული დანაკლისის რეალიზებულ საქონლად განხილვა არამართლზომიერია, ვინაიდან, აღნიშნულმა გამოიწვია დამატებით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის ნაწილში შემოწმების მიერ თითქმის იდენტური დარიცხვა განხორციელდა, შესაბამისად, კეთილსინდისიერებაზე მითითებით გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19914 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის პროგრამაში ასახული ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ნედლეულის (-------) ოდენობა განიხილოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19914 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 16 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 662 845 ლარი, მათ შორის, გადასახადი 440 174 ლარი, ჯარიმა 222 671 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 8 ოქტომბრის №001-210 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის პროგრამაში ასახული ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ნედლეულის (-------) ოდენობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. აღნიშნულის შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის პროგრამაში ასახული ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ნედლეულის (-------) ოდენობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. აღნიშნულის შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, შესაბამისი ოდენობის ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ასევე, პირველად წარდგენილ საჩივარში არ ყოფილა სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის პროგრამაში ასახული ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ნედლეულის ოდენობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. აღნიშნულის შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, შესაბამისი ოდენობის ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ასევე, პირველად წარდგენილ საჩივარში არ ყოფილა სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)