გადაწყვეტილება №22725/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22725/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22725/2/2024).
დავის საგანი:
უარი ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.01.2024 წლის ID:14133959 შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5457 ბრძანება.
სადავო თანხა: 650 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
29.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელი ითხოვდა წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 17.01.2024 წელს გამოიცა შესაგებელი (ID: 14133959), რომლითაც გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე.
აღნიშნული შესაგებელი 15.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.03.2024 წლის №5457 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.
მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 27.05.2024 წელს მომართა განცხადებით, რომლითაც უარს აცხადებს 1.04.2024 წლის №22725/2/2024 საჩივარზე დავის გაგრძელებაზე.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი უარს აცხადებს საგადასახადო დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა გადამხდელის მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელი ითხოვდა წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 17.01.2024 წელს გამოიცა შესაგებელი (ID: 14133959), რომლითაც გადასახადის უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე.აღნიშნული შესაგებელი 15.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.03.2024 წლის №5457 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301("ა").