N 6482 - 26/03/2024 - „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები 26.03.2024
№ დოკუმენტი 6482
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №6482

2024 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე, დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით (ოქმი №1), ვბრძანებ:

1. „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მაზუთი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 620 00, 2710 19 660 00 და 2710 19 670 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში“;

მ) საპოხი ზეთი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 990 00 და 2710 19 710 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;“;

ბ) „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი

ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე