ბრძანება N 16285
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16285
15 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 19 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 61) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 102970/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 5 ივნისის N 21-10-18/40682 გადაწყვეტილებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგადასახადო შეღავათს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტს და განმარტავს, რომ 2023 წლიდან იმყოფებოდა ამერიკაში, საიდანაც დაბრუნდა 2026 წლის 17 თებერვალს. ----- გამოაგზავნა ორი სატრანსპორტო საშუალება, სადაც განთავსებული იყო მისი პირადი ნივთები. არავინ განუმარტა, რომ ნივთების დეკლარირება უნდა მოეხდინა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეუმცირდეს დარიცხული იმპორტის გადასხდელები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ----- 2026 წლის 21 მაისის N ----- განცხადებით ითხოვა საქართველოს საგადასახო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნტქით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობა. საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას დადგინდა, რომ ----- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა 2026 წლის 17 თებერვალს თბილისის აეროპორტის გავლით, ხოლო სატრანსპორტო დოკუმენტის (კონოსამენტი — ------) თანახმად, მისი კუთვნილი საქონელი ----- გამოიგზავნა 2026 წლის 28 თებერვალს. 2026 წლის 14 მაისს კი ----- გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ მიმართა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, რა დროსაც დარეგისტრირდა N ----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლის მიხედვითაც საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 2920 ლარი, ხოლო ----- დაერიცხა იმპორტის გადასახადი 133 ლარი და დღგ - 549.54 ლარის ოდენობით.
ვინაიდან ----- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას არ შეუვსია ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია და შესაბამისად, არ განუცხადებია ინფორმაცია მის მიერ შემოსატან საქონელზე, ხოლო ასეთი საქონელი გამოგზავნილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლის შემდეგ, არ არსებობდა მის სახელზე ----- გამოგზავნილი საქონლის იმპორტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საფუძველი. აღნიშნულზე ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 5 ივნისის N ----- წერილით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28- ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2-ე მუხლის მე-10-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად:
ა) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ):
ა.ა) მის მიერ შემოსატან საქონელზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება, უნდა განაცხადოს ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი გამოგზავნილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლამდე, რაც დადასტურდება საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ით) და აღნიშნული საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში;
ა.ბ) მის შემოსვლამდე შემოტანილ საქონელზე საბაჟო დეკლარაცია უნდა წარადგინოს საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ით უნდა დადასტურდეს, რომ საქონელი გამოგზავნილია მის სახელზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირის შემოსვლამდე, მაგრამ ამ პირის უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-4-ე ნაწილის შესაბამისად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
დადგენილია, რომ მომჩივანს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას არ შეუვსია ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია. შესაბამისად, მას არ განუცხადებია ინფორმაცია მის მიერ შემოსატან საქონელზე. ამასთან, საქონელი გამოგზავნილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლის შემდეგ. ამდენად, მის სახელზე ----- გამოგზავნილი საქონლის იმპორტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე უარი მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეუმცირდეს დარიცხული იმპორტის გადასხდელები.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივანმა მოითხოვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობა. პირის გადამოწმებისას გაირკვა, რომ შესაბამისი საბაჟო პირობები არ ჰქონდა შესრულებული. საქონელი ქვეყანაში მისი შემოსვლის შემდეგ გამოიგზავნა და შემოსვლისას მას ამის შესახებ დეკლარაცია არ წარუდგენია. ამ გარემოებების გამო საგადასახადო შეღავათი არ გავრცელდა და ამის შესახებ მას ოფიციალურად ეცნობა.
გადაწყვეტილება:
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტი;.